ყავა,წიგნები,მზე – ჩემი სამოთხე დედამიწაზე

როგორც კი გაზაფხული ძალებს მოიკრებს, მზე ჩვეულებრივზე მეტად დააცხუნებს სწორედ მაშინ ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ხელახლა ვიღვიძებ. ცხოვრებაც თითქოს მშვენიერი ხდება. მინდა მტვერი გადავწმინდო საკუთარ თავს, ემოციებს, აპათია უგზოუკვლოდ იკარგება და ვგრძნობ რომ ყველაფერი უკეთესად არის.

არადა არაფერი შეცვლილა, მხოლოდ მზე ანათებს ყვითელი და კაშკაშა…
ყველაფერი კი გაცილებით უკეთესად არის.
მხიარული ვარ
ვიცინი
კარგად ვარ

როდესაც კარგად ვარ მჭირდება წიგნები. ამჯერად კი ისეთი წიგნი მომხვდა ხელში, რომ ჩემი ბედნიერება, კარგად ყოფნა და ცხოვრების ხალისი უგზო-უკვლოდ გაფანტა. ერთი ხელის მოსმით დავრჩი დათრგუნული და განადგურებული. “ცემენტის ბაღი” ის წიგნია, რომლის წაკითხვასაც არავის ვურჩევ.

წიგნში უაღრესად შთამბეჭდავი და ტრაგიკული ამბავია აღწერილი. ერთი ოჯახის უბედურების ისტორია, ამბავი რომლის საფუძველიც მშობლების ფსიქიკურ პრობლემებში უნდა ვეძიო…
wpid-wp-1426307414331.jpg
მშობლის ერთი არასწორი და გაუაზრებელი ნაბიჯი პატარა და თითქოს უცოდველი ბავშვების ცხოვრების დამღა ხდება, ფსიქიკის დამახინჯება კი სულში ათასნაირი საზარელი იდეების აღმოცენებას უწყობს ხელს. ხო,ასეთი ისტორიებიც ხდება. და კიდევ უფრო უარესებიც რეალურ ცხოვრებაში.

პ.ს. ამდენი წელი გავიდა და ვერ ვისწავლე საკუთარი ემოციების მართვა წიგნის კითხვის დროს. ვაღვარღვარებ ცრემლებს და მერე თითქოს უკეთ ვგრძნობ თავს.

wpid-20150313_162547.jpg

სალა სიმუკას საყოველთაოდ ნაქებმა ბესტსელერმა ჩემი გული ნამდვილად ვერ მოიგო. ვაღიარებ არის დინამიურად მოთხრობილი “დეტექტიური” ისტორია, თუმცა იმდენად ბანალური და ყოველგვარ ორიგინალობას მოკლებული, რომ ისტორიების და მოვლენების წინასწარ განჭვრეტა არ გამჭირვებია. ალბათ ათიოდე წლის წინ მეც ავღფრთოვანდებოდი?! არ ვიცი, ახლა კი ნამდვილად არ ვნანობ ორიოდე საათი რომ დავუთმე. იმას მაინც მივხვდი რომ ლიზბეთ სალანდერთან (როგორც მავანნი ამბობენ)საერთო არაფერი არ აქვს ამ წიგნის საყვარელ პერსონაჟს.

2 thoughts on “ყავა,წიგნები,მზე – ჩემი სამოთხე დედამიწაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s