ისინი სამყაროს არ სჭირდება

დანიმ ნაღვლიანად დახარა თვალები. წიგნის ყდაზე გადაშლილი ასო შენიშნა.
-ეს შეეშალათ თუ სპეციალურად წერია დე?
-ასე ჩარლი წერდა დანი,ერთერთი საუკეთესო პერსონაჟი,რომელსაც აქამდე შევხვედრივარ.

არსებობენ წიგნები,რომლებსაც ადამიანების შეცვლა შეუძლიათ,
გონების გავლით ახერხებენ მისი სულის გადატრიალებას, ცნობიერების, ღირებულებების შეცვლას.

არსებობენ წიგნები,რომლებიც შთაბეჭდილებების ტყვეობაში ძალიან დიდხანს მოგაქცევენ.

სწორედ ასეთი წიგნია კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის” ,რომელიც ახალგზრდა მამაკაცის ე.წ. დღიურებს წარმოადგენს. ამ დღიურებით, გულწრფელი აღსარებებით მკითხველი მთავარ პესონაჟთან (დღიურების ავტორთან) ერთად ეცნობა მისი ცხოვრების ტრაგედიას. გონების კუნჭულში მტვერმიყრილ მოგონებებს,მისი ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეებს.

სამწუხაროდ ჩარლი აღმოაჩენს რომ თითქმის ყველა ადამიანი,რომელიც მეგობრად მიაჩნდა მისი მტერი ყოფილა.

აღმოაჩენს,რომ დედა პატარა ჩარლის ხშირად სცემდა იმისთვის,რომ იყო ისეთი როგორიც იყო

აღმოაჩენს, რომ მის საყვარელ, განებივრებულ დას ეზიზღებოდა და სწორედ მის გამო დედამ სახლიდან  ძაღლივით გამოაგდო

აღმოაჩენს ფარ-ხმალდაყრილ, მის გამო ბრძოლით დაღლილ, მის მოსაკლავად დანამომარჯვებულ დედას

ჩარლი გორდონი ადამიანების სულებში ჩაბუდებულ ბევრ საშინელებას აღმოაჩენს.  ბოროტებას, შურს, სულმდაბლობას, გაუტანლობას.მისთვის მანამდე უცნობ ყველა მანკიერ თვისებას.

და პირდაპირ შეეჯახება ამაზრზენ რეალობას: შეზღუდული გონების და შესაძლებლობების ადამიანების ჩაგვრა, დაცინვა, გარიყვა ჩვეულებრივი მოვლენაა სამყაროში, სადაც ისინი უბრალოდ არ სჭირდებათ.

image

ერთ-ერთ რეცენზიაში წავიკითხე წიგნებს ადამიანების შეცვლა არ შეუძლიათო. ტყუილია.კიზის რომანს ადამიანების შეცვლა შეუძლია. მისი წაკითხვის შემდეგ თითოეული ჩვენგანი, სანამ ოდნავ განსხვავებული ადამიანების დაცინვას ან გარიყვას გადავწყვეტთ, აუცილებლად წამით მაინც ჩავფიქრდებით რას იგრძნობს ის?

როდესაც დანიმ ცრემლმორეული დამინახა მკითხა რა გატირებსო.მე მოვუყევი ჩარლი გორდონის ისტორია.

მითხრა, რომ ადამიანები ყველანი ერთნაირები ვართ და ერთმანეთი ფიზიკური, გონებრივი და გარეგნული

ნაკლოვანებების გამო არ უნდა დავჩაგროთ. უნდა შევიყვაროთ და ბოლომდე გავიტანოთ.

დანი 8 წლის არის.

image

Advertisements

4 thoughts on “ისინი სამყაროს არ სჭირდება

  1. შენი ბლოგი რო მიყვარს ამაზე აღარ ვსაუბრობ, არც იმაზე შეგედავები რომ ეს წიგნი იმ სიგნალის მატარებელია რომელსაც ადამიანთა გამოფხიზლება შეუძლია, ნუ არც იმაზე დავფიქრდები ოდნავად რომ დანიც უჭკვიანესი ბიჭია ასეთი დედიკოს შვილი, მაგრამ როგორ შეიძლება სულ ასეთი მრავლისთქმელი საოცარი სურათებით გვაწონებდე თავს ❤ აი ცოცხალი ცოცხალი პირადი ფოტოებით 🙂 ბრავო ❤

    • კუში მიხარია ფოტოები რომ მოგწონს. კარგი აპარატი რომ მქონდეს ბევრად უკეთესები იქნებოდა ალბათ.ჩემი
      ერთ-ერთი საყვარელი ჰობია.

  2. მოთხრობა დღემდე ვერ დავივიწყე და რომანი, რა თქმა უნდა, უფრო შთამბეჭდავი იქნება… ვერაფრით მოვაბი თავი წაკითხვას. რომ ვიცი, როგორი ძლიერი ემოცია მელოდება, ვერ ვეკარები… არადა რომ არ წავიკითხო, არ შემიძლია… ალბათ სააღდგომო დასვენების დღეებს დავუთმობ…

    • რას ამბობ ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო. პირველივე სტრიქონებიდან ისე ჩაგითრევს ერთ ღამეში წაიკითხავ. ასე რომ დასვენების დღეებისთვის სხვა რამ შეარჩიე.
      აი,ცემენტის ბაღი მართლა არ უნდა წამეკითხა. მარტო ცუდი ემოციები დამიტოვა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s