Archive | დეკემბერი 2015

დაძაბული ცხოვრება

უშინ დანის დაბადების დღე იყო. 9 წლის გახდა ჩემი ლამაზთვალა ვარსკვლავთბიჭუნა. პირველი დაბადების დღე იყო ( მას შემდეგ რაც გაჩნდა) რომელიც ვერ აღვუნიშნეთ დიდი ზარ-ზეიმით. მთელი დღე სრული საგიჟეთი მქონდა პლუს ვცდილობდი ქუიზისთვის და გამოცდისთვის მომზადება მომესწრო. 6 საათზე დანის კონცერტი ჰქონდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. აი, უსაქმურიც მოვიდაო – შემომეგება დანის კლასელის მშობელი. ვერ მივხვდი რას მერჩოდა, გაოცებული თვალები რომ მივაჭყიტე დაამატა სხვა საქმე არ გქონდა კიდევ სწავლას რომ დაუბრუნდიო?

აბა რა უნდა მეპასუხა. თვალწინ ჩამიქროლა მეცადინეობაში გათენებულმა ღამეებმა და ყველა მნიშვნელოვანმა მოვლენამ რომელიც სწავლის გამო გამოვტოვე. მეგობრები რომლებიც დავივიწყე და საერთოდ ყველაფერი დავივიწყე იმის გამო რომ ვთვლი, მთავარია ადამიანი ერთ ადგილას არ გაიყინო, უნდა განვითარდე არ აქვს მნიშვნელობა რის ფასად გიჯდება. მე კი ყველაზე დიდი გადასახადი შემხვდა სწავლის საფასურად. ეს არის მსხვერპლი, რომელსაც მე ვიღებ იმისთვის რომ ვისწავლო, საღამოები რომელსაც უნივერსიტეტში ვატარებ, დრო რომელსაც ჩემს შვილებს ვპარავ. და ვიღაც უკაცრავად და ნამდვილ უსაქმურს ჰგონია რომ მე ვარ უსაქმური. სიმწრით გავუღიმე და გავეცალე იქაურობას. რვის ნახევარზე უკვე უნივერსიტეტში ვიყავი.

//platform.instagram.com/en_US/embeds.js

აქვე ავღნიშნავ, რომ ძალიან მიჭირს სწავლა. დროის დეფიციტი კი ჩემი ცხოვრების ლეიტმოტივი გახდა. ხანდახან ძალიან ვნანობ რად მინდოდა ისედაც დაძაბული ცხოვრების გართულება ლ. გათენებული ღამის და ავტობუსში საათნახევრიანი ჯაყჯაყის შემდეგ მზად ვარ გავიქცე, გადავიკარგო და აღარასოდეს დავბრუნდი კავკასიის უნივერსიტეტში , რომლის მდებარეობა და საცობებში საათობით მგზავრობა ჩემი სიმწრის ცრემლების მთავარი მიზეზია. მეორე ხმა კი ჩამძახის შენ შესძლებ.

და იმედია შევძლებ

//platform.instagram.com/en_US/embeds.js