დაძაბული ცხოვრება

უშინ დანის დაბადების დღე იყო. 9 წლის გახდა ჩემი ლამაზთვალა ვარსკვლავთბიჭუნა. პირველი დაბადების დღე იყო ( მას შემდეგ რაც გაჩნდა) რომელიც ვერ აღვუნიშნეთ დიდი ზარ-ზეიმით. მთელი დღე სრული საგიჟეთი მქონდა პლუს ვცდილობდი ქუიზისთვის და გამოცდისთვის მომზადება მომესწრო. 6 საათზე დანის კონცერტი ჰქონდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. აი, უსაქმურიც მოვიდაო – შემომეგება დანის კლასელის მშობელი. ვერ მივხვდი რას მერჩოდა, გაოცებული თვალები რომ მივაჭყიტე დაამატა სხვა საქმე არ გქონდა კიდევ სწავლას რომ დაუბრუნდიო?

აბა რა უნდა მეპასუხა. თვალწინ ჩამიქროლა მეცადინეობაში გათენებულმა ღამეებმა და ყველა მნიშვნელოვანმა მოვლენამ რომელიც სწავლის გამო გამოვტოვე. მეგობრები რომლებიც დავივიწყე და საერთოდ ყველაფერი დავივიწყე იმის გამო რომ ვთვლი, მთავარია ადამიანი ერთ ადგილას არ გაიყინო, უნდა განვითარდე არ აქვს მნიშვნელობა რის ფასად გიჯდება. მე კი ყველაზე დიდი გადასახადი შემხვდა სწავლის საფასურად. ეს არის მსხვერპლი, რომელსაც მე ვიღებ იმისთვის რომ ვისწავლო, საღამოები რომელსაც უნივერსიტეტში ვატარებ, დრო რომელსაც ჩემს შვილებს ვპარავ. და ვიღაც უკაცრავად და ნამდვილ უსაქმურს ჰგონია რომ მე ვარ უსაქმური. სიმწრით გავუღიმე და გავეცალე იქაურობას. რვის ნახევარზე უკვე უნივერსიტეტში ვიყავი.

//platform.instagram.com/en_US/embeds.js

აქვე ავღნიშნავ, რომ ძალიან მიჭირს სწავლა. დროის დეფიციტი კი ჩემი ცხოვრების ლეიტმოტივი გახდა. ხანდახან ძალიან ვნანობ რად მინდოდა ისედაც დაძაბული ცხოვრების გართულება ლ. გათენებული ღამის და ავტობუსში საათნახევრიანი ჯაყჯაყის შემდეგ მზად ვარ გავიქცე, გადავიკარგო და აღარასოდეს დავბრუნდი კავკასიის უნივერსიტეტში , რომლის მდებარეობა და საცობებში საათობით მგზავრობა ჩემი სიმწრის ცრემლების მთავარი მიზეზია. მეორე ხმა კი ჩამძახის შენ შესძლებ.

და იმედია შევძლებ

//platform.instagram.com/en_US/embeds.js

7 thoughts on “დაძაბული ცხოვრება

    • ხო უსაქმური. მე კი ისე ამიშალა ნერვები მაგრამ მაინც არ მივახალე პირში რას ვფიქრობდი.

      მადლობა მოლი. ხან მგონია რომ შევძლებ , ხან მგონია რომ ვერ. მაგრამ უბრძოლველად არ დავნებდები.

  1. მთავარი მონდომებაა 🙂 შეუძლებელი არაფერია… ოღონდ იმ მშობლისნაირი ხალხისთვის არა :))

    • ხო იმისთვის მარტო ჭორაობა და სხვისი ცხოვრების განსჯაა შესაძლებელი. მადლობა ნათ♡♡

  2. ალბათ ახლა უკვე ჩაბარებული გექნება რეფერატი არაფორმალურ ეკონომიკაში და პრეზენტაცია ევროკავშირის პოლიტიკაში 🙂

    • კი თამ ეს შუალედურების დროა მაქვს დაწერილი, ფინალური გამოცდები რეფერატები და პრეზენტაციებიც ჩავაბარე, პირველი სემესტრი დავხურე და განცხრომაში ვარ გაზაფხულამდე ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s