ბიჭი ზოლიან პიჟამაში

ორიოდე დღის წინ ებრაელმა ხალხმა ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე აღნიშნა, ამ დღეს წუთიერი დუმილით და სირენის ხმებით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.საოცარი სანახაობაა, ყველა როგორც ერთი ირინდება, სამყარო მოძრაობას წყვეტს  და სირენების ხმა ფარავს ისრაელის მიწას.

.როგორც ებრაელი ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა იქნებოდა იმ დროში რომ მეცხოვრა?

ნეტავ, მაშინაც  ვიამაყებდი ჩემი რელიგიით?

მაშინ, როდესაც  ხოცავდნენ , აწამებდნენ და აშიმშილებდნენ, გაზის კამერებში ხუთავდნენ, და უბრალოდ სძულდათ მხოლოდ იმიტომ რომ ებრაელები იყვნენ.

შეიძლება სისულელეა, მაგრამ ნამდვილად ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ვიამაყებდი მაშინაც?  მსგავსი ფიქრები კი ძირითადად მაშინ ემომეჯარება როდესაც საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდს და ჰოლოკოსტის შავ-ბნელ დღეებს შეეხება.

ვინაიდან ჩემი ემოციურობა, ჩემივე თავს საშინლად ვნებს, ვერიდები ხოლმე მძაფრ ემოციებს, უარს ვამბობ კარგი ფილმების ნახვაზე , მაგრამ კარგ

წიგნებზე უარის თქმა არაფრით არ შემიძლია.სწორედ ამიტომ წავიკითხე “ბიჭი ზოლიან პიჟამაში” . საოცრად შემძრა ამ წიგნმა,სრულიად ახლებურად დამანახა ჰოლოკოსტის პერიოდი. გერმანელი ბიჭუნას თვალით დანახული აუშვიცი და მეგობრობა რომელსაც მსხვერპლად შეეწირა.  მინდა ძალიან ბევრი დავწერო ამ წიგნზე, მინდა მთელი ჩემი ფიქრები და აზრები საჯაროდ გამოვამზეურო მაგრამ ეს იმ იშვიათ მომენტთაგანია, როდესაც მე სიტყვებს თავს ვერ ვუყრი და არ ვიცი, როგორ დავწერო ის, რასაც ვფიქრობ.

4 thoughts on “ბიჭი ზოლიან პიჟამაში

  1. ეს ის წიგნია, რომლის წაკითხვის შემდეგ გამუდმებით ვფიქრობდი და რომლის წაკითვის შემდეგ გულში საშინელი დარტყმა ვიგრძენი..უდანაშაულო ადამიანის თვალით დანახული სამყარო, სამყარო – ტრაგედიით სავსე! მე თქვენი ძალიან კარგად მესმის..

  2. ვიცი რომ შენ კიდევ უფრო განიცდი მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ამბებს, ყველას გულს უკლავს ვისაც კი ოდნავ მაინც უფიქრია… ხომ იცი როცა ბევრის თქმა გინდა და შესაბამისად ბევრი ემოცია გაქვს საერთოდ მუნჯდები…
    მე წიგნი არ წამიკითხავს სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით, ფილმი მაქვს ნანახი და საშინელი ტკივილის განცდა დამიტოვა…
    მსგავსი ტემატიკის მქონე სიუჯეტები ზოგადად ძალიან ტკივილიანი მაგრამ კიდევ უფრო საშინელებაა ის რომ დღესაც კი გრძელდება პირდაპირი თუ არაპირდაპირი მნიშვნელობით ადამიანთა შორის ომები, ბრძოლები, ერთმანეთს სიტყვითა თუ იარაღით ვებრძვით ვკავთ და საბოლოოდ არაფერი რჩება… ამ ყველაფერს კი მხოლოდ აღშფოთება არ ჰქოფნის და ეს არ გვესმის😦

    თამი მიხარია რომ აქ ისევ დამხვდი❤

    • ვიცი კუში, კი არაფერი პოსტი არ წერია მაგრამ ვიცი როგორ გაგეხარდებოდა ჩემი აქ გამოჩენა, დიდ ენთუზიაზმს მმატებს ასეთი მეგობრები ბლოგოსფეროში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s