ძლიერი გოგონებიც ხანდახან ტირიან

შეიძლება არ ვარ ის ვინც ყველას სინამდვილეში ვგონივარ. შეიძლება არ ვარ ის ძლიერი ქალი რომელიც ყოველთვის ყველაფერს მიაღწევს. იქნებ უბრალოდ ნიღაბია რომელსაც ჩემდაუნებურად ვატარებ.

ხანდახან ისეთი სუსტი ვარ რომ შუაღამის მიწურულს ჩემი თავის სიბრალული მატირებს. ხანდახან არ შემიძლია მეტის გაძლება და მინდა ყველაფერი მივატოვო

რა საშინელი უაზრობაა სიცოცხლე როდესაც საკუთარი დედმამა და დები სიგიჟემდე გენატრება. ტკივილამდე გენატრება.  და დრო ისე გადის უჩემოდ ბერდებიან ჩემი მშობლები. ვერ ვტკბები და ვერ ვთბები მათით. და მეშინია. სულ მუდამ კარგად ამყოფე ჩემი ადამიანები  რომლებიც მუდამ მენატრებიან.

 

 

 

 

 

Advertisements

4 thoughts on “ძლიერი გოგონებიც ხანდახან ტირიან

  1. რა უცნაურია, რომ სადღაც სხვაგან, გოგოს ტკივა და განიცდის, ისე როგორც შენ:) გამარჯობა, შენ მარტო არ ხარ და ძლიერი გოგო ხარ ❤

  2. ზოგადად ეგრეა თამი, ყველაზე ძლიერ ადამიანებს ახასიათებთ ხოლმე ისეთი სისუსტეები რომლებიც მხოლოდ მათ იციან და მხოლოდ მაშინ ავლენენ როცა მარტო არიან და მოდუნების საშუალება აქვთ. “მე ყველაფერი შემიძლია” ძალიან დამღლელია, მაგრამ როცა ერთხელ გადაწყვეტ ასეთი იყო, შემდეგ ვერაფერს ცვლი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა და მათ კარგად ყოფნაში ჩვენი წვლილის შეტანაა ხოლმე. რაღაცნაირად, იმ ადამიანების ცხოვრებაში რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ (ყველაფრისთვის) ყველაფერი ლაგდება, თუმცა შესაძლებელია პრიორიტეტების ადგილების გაცვლაზე დაფიქრებაც (თუმცა უკვე ჩამოყალიბებული რიგის შეცვლა უფრო ძნელია ვიდრე საწყის ეტპაზე ამ რიგითობის მინიჭება).

    • მადლობა ფინ . ზუსტად მართალი ხარ .ერთხელ არჩეულ გზას ვერაფრით ვერ უღალატებ. ბევრი ვიღნავლე გუშინ და მივხვდი რომ ყველაფერი ფუჭი და ამაოა თუ იმას ვერ გააკეთებ რაც გინდა. ამიტომ ჩემს გეგმებს ვცვლი რადიკალურად და ყველაფერს ვიღონებ რომ ჩემს მშობლებთან ერთი ამ ზაფხულის ერთი კვირა მაინც გავატარო.

      ხო გუშინ ვიცი რაც მჭირდა. ვერ შევეგუე ცხოვრების დინებას.რეალურად შანსი არ მაქვს რომ ჩემი მშობლები ვნახო. მაგრამ მიზიდავს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ამიტომ მალე ბედნიერ და ნათელ პოსტებს დავდებ ჩემი საყვარელი მშობლების სახლიდა ლნ.

  3. თამი მე სხვა ქალაქში ვცოხვრობ და ჩემები სხვაში (მართალია უზარო შედარებაა შენთან) მაგრამ მაინც შემომიტევს ხოლმე ეგეთი ფიქრები და მერე ისტერიკები მემართება ჩემთვის… ყველაზე მეტად იმას განვიცდი რომ ბერდებიან… დღეები გადიან და მე ვერაფერს ვცვლი…
    მაგრამ მთავარია კარგად მყავდნენ… ჯანმრთელად და დიდხანს მქონდეს თუნდაც ის 2 და 3 საათი რომელსაც მათთან გავიყოფ…
    მოგვენატრე აქ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s