აქა ამბავი ჩემზე, ჩემზე და ჩემზე

სიმართლე რომ გითხრათ ბოლო ორი წელია არაფერი დამიწერია მეთქი საშინლად მოგატყუებთ. ეს ორი წელი იყო თუ იყო, რეფერატების, კვლევების, საგამოცდო ნაშრომების, და თქვენ წარმოიდგინეთ გრანდიოზული სამაგისტროს ნაშრომის წერის წლები. მეგობრებო არ დამითვლია და დაზუსტებით ვერ გეტყვით თუმცა მთელი ეს ნაწერები ერთ წიგნად რომ ავკინძო ( ისე რა კარგი აზრია, იმდენი სიბრძნეები ვიკვლიე და ვწერე მართლა რომ ავკინძო და დავიდო სახლში გულს მაინც გავიხარებ ) კარგი სქელტანიანი წიგნი გამოვა. ხოდა ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, ამ ნაწერებს მაინც ავტვირთავ ბლოგზე და ცოტას გამოვაცოცხლებ მეთქი , მაგრამ კეთილგონიერებას ვიჩენდი ბოლომდე – რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა.

გასულ ორ წელს რომ ვიხსენებ ფაქტიურად სწავლის და გამოცდების გარდა არაფერი არ მახსენდება. არაფრის და არავის დრო არ მქონდა. არადა, როგორც კი სამაგისტრო ნაშრომი დავიცავი ( თემა თუ გაინტერესებთ გახლდათ ” ქალთა შრომითი უფლებები საქართველოსა და ევროკავშირში/ შედარებითი ანალიზი ” ) გულში იმხელა და უკიდეგანო თავისუფლება ვიგრძენი . ეს ნიშნავდა თავისუფალ საღამოებს, წიგნებსა და კარგ ფილმებს , ნუ – კარგ სერიალებსაც, შვილებთან ერთად დროის გატარებას სინდისის ქეჯნის გარეშე – მოკლედ სწავლა ნამდვილად საოცარი იყო ხოლო რომ დასრულდა კიდევ უფრო კარგი.

თუმცა ამასობაში ჩემში ახალი მანია განვითარდა. აი, ხომ არსებობენ “ვორქაჰოლიკები” , “შოპოჰოლიკები” და ა.შ. მე სწავლის, ახალის შეცნობის და განვითარების მანია ჩამომიყალიბდა. უკვე ჩავეწერე თებერვლის შუა რიცხვებისთვის ერთ მშვენიერ ტრენინგზე ინტერნეტ მარკეტინგის შესახებ “ჰედვაისში”, განვაახლე გერმანულის სწავლა ალბათ A2 – ის გამოცდაზე გავალ ზაფხულის ბოლოს, ასევე ვცდილობ ერთი წელი კიდევ – არ ვიფიქრო დოქტურანტურაზე. თუმცა იმდენად კარგ ტრენინგებს მთავაზობენ კომპანიები შესაძლოა ეს უკანასკნელი სულაც გადავიფიქრო.

ამასობაში ისე გავხდი 30 წლის რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. მართალია გარეგნობა დიდად არ შემცვლია გაღრმავებულ მიმიკურ ნაოჭებსა და რამდენიმე მომატებულ კილოგრამს თუ არ ჩავთვლით ( რა ოპტიმისტი ვარ ) მაგრამ ამ ზაფხულს ყოვლისმომცველ და ღრმა დეპრესიას რომ ვებრძოდი დროის მდინარება ერთადერთი იყო რასაც ჭკუიდან გადავყავდი . მოკლედ 30 წლამდე შესასრულებელი გეგმები 100% -იანი სიზუსტით შევასრულე. ნუ – ორი ძალიან პირადი მართალია ვერ შევასრულე და გული მწყდება, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ რომ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

ეხლა მაქვს ცოტაოდენი თავისუფალი დრო, ამიტომ ვფიქრობ რომ ბლოგინგს დავუბრუნდები და მოგიყვებით ისტორიებს როგორ გადავურჩი სიკვდილს გასულ ივნისს, რომელი წიგნები წავიკითხე, რა ფილმები და სერიალები ვნახე, როგორ ვცდილობ წონაში დაკლებას და ჯერ კიდევ არაფერი გამომდის, როგორ გახდა დანიელი 11 წლის და მოკლედ მოსაყოლი ძალიან ბევრია . ასე , რომ

შეხვედრამდე,

თამი

Advertisements

5 thoughts on “აქა ამბავი ჩემზე, ჩემზე და ჩემზე

  1. საუკუნეა, ამ ბლოგის განახლება არ მომსვლია ფოსტით და არ იცი, როგორ გამიხარდა ^^

    წარმატება შენ და ახალ ბლოგებს ველოდები ^^

    • მართლა საუკუნე გავიდა , ძალიან მომენატრა აქაობა. მგონია დავუბრუნდები წერას. მადლობა დახვედრისთვის♡

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s