Archive | April 2019

უკუთვლა

იწყება თუ არა თხრობა, საოცარი სისწრაფით იზიდავს მკითხველს და უცნაური ისტორიის ფინიშამდე სულმოუთქმელად მიღწევის გარდა არაფერზე ფიქრის დროს არ უტოვებს. თხრობა პარალელურად რამდენიმე დროში ვითარდება, თუმცა ამის გამო მკითხველს თავგზა არ ებნევა და ნაბიჯ- ნაბიჯ იხსნება ჩახლართული ამბები, სუნთქვის შემკვრელი ისტორიები, ღალატისა და სიყვარულის ამბებიც ოსტატურად ერთვის თან რომანის მთავარ ფაბულას. ამერიკის და რუსეთის სპეც. სამსახურები, ჯაშუშები, სამშობლოს მოღალატენი თუ მრუდი იდეოლოგიის მატარებელნი.

და ყველაზე საყვარელი პერსონაჟი, გონებამახვილი, უზადოდ ჭკვიანი კაცი, რომლის უცნაურად დაწყებული ბობოქარი ცხოვრების ისტორია ტელევიზორის წინ, ასრულებული ოცნებების გარემოცვაში სრულდება. ძალიან შთამბეჭდავი წიგნია. ერთ ამოსუნთქვაში ჩავიკითხე.

Advertisements