Archives

ნეორეალისტური ფილმები იტალიაში

ნეორეალიზმი კინოხელოვნებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა. ნეორეალისტურ ფილმებში ომის შემდგომი პერიოდი მთელი სიმწვავით აისახა. ეკრანზე გამოჩნდა ადამიანთა ფიზიკური და სულიერი განადგურება, მატერიალური გასაჭირი, გაპარტახებული იტალია: შიმშილი, ინფლაცია, სპეკულაცია, უმუშევრობა, ბანდიტიზმი. ეს ყველაფერი გახდა ნეორეალისტური ფილმების სარჩული. Continue reading

ექსკლუზიური ინტერვიუ ფრანკო ძეფირელისთან

მასალა მომზადებულია ბექა ელბაქიძის მიერ, რომელიც ეწვია ფრანკო ძეფირელის შინ და საქართველოში, სპეციალურად ტელეიმედის მაყურებლისთვის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაგზავნა. ბექას ნებართვით მე ამ სატელევიზიო რეპორტაჟის ონლაინ ვერსიას შემოგთავაზებთ.

ამბობენ რომ ყველა გზა რომში მიდის, მიდის ან მოდის, ეს გზები სხვადასხვა დროს, გენიოსებმა გაიარეს. დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვებით, რომელმაც მსოფლიო კინემატოგრაფს,თეატრსა და ოპერას არაერთი შედევრი აჩუქა. 90 წლის ფრანკო ძეფირელი; როგორ იხსენებს ის განვლილ გზას?! Continue reading

კინოექსპრესიონიზმი

ექსპრესიონიზმი როგორც ხელოვნების მიმდინარეობა 1910-194 წლებში გერმანიაში პირველ მსოფლიო ომამდე ჩაისახა. თავიდან ექსპრესიონიზმი, როგორც ხელოვნების მიმდინარეობა არ სცნეს და ერთ ხანს ოფიციალურადაც აკრძალეს, რადგან ერთგვარ პროტესტსაც წარმოადგენდა. მათი შემოქმედებითი კრედო უარყოფდა ნატურალიზმს და იმპრესიონიზმს.

საწყის ეტაპზე ექსპრესიონისტები ერთსულოვანნი იყვნენ და 1909 წელს გაერთიანებაც შექმნეს “ახალი კლუბი”, მაგრამ ბერლინში გამოსულმა ჟურნალებმა “შტურმი” და “აქციონი” ისინი მემარჯვენე და მემარცხენე ექსპრესიონისტებად გააცალკევა. ერთი ჯგუფი , რომელიც ჟურნალ აქციონს მიეკედლა ხელმძღვანელობდა დევიზით: “ხელოვნება ხალხისთვის”. ხოლო “შტურმს” მიკედლებული მემარჯვენე ექსპრესიონისტებისთვის დევიზი იყო: “ხელოვნება ხელოვნებისთვის”.

ექსპრესიონიზმი იყო ერთგვარი განზოგადება. ნაწარმოებში წარმოდგენილი გმირი კონკრეტული პიროვნება კი არა, ზოგადად ადამიანი იყო.

Cabinet of Dr Caligari (Arpke)

კინომაც შეითვისა ეს მიმდინარეობა და 1920 წელს, ბერლინში შეიქმნა ფილმი “დოქტორ კალიგარის კაბინეტი”. ექიმი ფსიქიატრი მონუსხავს პაციენტს და ღამით უდანაშაულო ადამიანებს ახოცინებს. ეკრანზე უსწორმასწორო სახლები, ოკრობოკრო ქუჩები, ერთმანეთზე მიბჯენილი სახლები დ დახატული ხეები ჩანს. ამ პირობითობით სავსე დეკორაციულ ქუჩებში უცნაურად ჩაცმულ-გრიმიანი ადამიანები დადიან.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპრესიონისტულ ფილმში უარყოფილია ბუნებრივი გარემო და ნატურალისტური ხედვა, წინა პლანზე კი სუბიექტური ხილვაა წარმოჩენილი – გასათვალისწინებელია, რომ ამ სუბიექტურად დახატულ გარემოს თავისი ალეგორიული დანიშნულებაც გააჩნდა. კარუსელის ტრიალში -ბედის ბორბალის ტრიალი იყო ნაგულისხმევი, კალიგარესა და ჩეზარეს სახით კი გერმანია თავისი ტირანიით და მკვლელით არის წარმოდგენილი.

ამავე პერიოდში გადაიღეს ფილმები “სინათლის ფიგურების კაბინეტი”(პაულ ლენი)

dr_mabuse
“დოქტორი მაბუზე, მოთამაშე”(ფრიც ლანგი). ნორბერტ ჯეკის ნოვველის პირველი ეკრანიზაცია, რომელმაც მაბუზე პოპულარულ პერსონაჟად და ტრილოგიის საწყისად აქცია.

Schreck
“ნოსფერატუ”(ფრიდრიხ მურნაუ) ჯონათან ჰარკერის ნოველის ეკრანიზაცია, ინსპირაციები დრაკულას თემაზე.

უნდა ითქვას რომ ექსპრესიონიზმი მსოფლიო კულტურაში გერმანული ქმნილებებითაა ცნობილი, საზღვარს იქეთ სუფთა ექსპრესიონისტული ფილმები არ იქმნებოდა, თუმცა ეს მიმართულება აიტაცეს რუსეთში, და ასევე საქართველოში.

ჩარლის ფილმები

პოსტის პირველი ნაწილში ჩარლის ძირითადი ბიოგრაფიით შემოვფარგლე, აქ კი მისი ფილმების შესახებ მოგიყვებით, რომელიც კინემატოგრაფიის ისტორიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი, სადაც მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია იყო “წვიმაში მოხვედრილი”, რომელიც 1914 წელს გადაიღო. ამ ფილმში თავად იყო სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი.

კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე, რითაც გააბათილა კრიტიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გმირის ფსიქოლოგიას მუნჯი კინო ვერ გადმოსცემს. “პარიზელ ქალში” გმირის ფსიქოლოგია მეტად ფაქიზი შტრიხებითაა გახსნილი.

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. ჭეშმარიტად გამგებმა მყურებელმა აღტაცებით მიიღო. ეს იყო პირველი მუნჯი კინო, სადაც კარგად მოიძებნა ირონიის და ფსიქოლოგიის გამომხატველი საშუალებანი. ფილმის მოკლე შინაარსი ამგვარია: პროვინციელ ახლგაზრდებს მარის და ჟანს ერთმანეთი უყვართ. მშობლების წინააღმდეგობის გამო, სახლიდან გაპარვას გადაწყვეტენ, მაგრამ ჟანი მამის გარდაცვალების გამო, დათქმულ ადგილზე ვერ მივა. გულდაწყვეტილი მარი პარიზში მარტო მიემგზავრება და თავის ცხოვრებას უკავშირებს მდიდარ, ქალების და დროსტარების მოყვარულ პიერ რიველს. რამდენიმე ხნის მერე, მარი კვლავ წააწყდება ჟანს, რომელსაც მხატვრობა დაუწყია და დედასთან ერთად სახელოსნოში ცხოვრობს. ჟანი მარის პორტრეტს ქმნის და მათი სიყვარული კვლავ აღორძინდება.

საზოგადოების დაუწერელი კანონებით პიერ რიველი მარის შერთვაზე უარს ამბობს და ანგარებით ირთავს მდიდარ ქალს. ჟანის დედაც უარს აცხადებს მარის და მისი ვაჟიშვილის დაქორწინებაზე. ჟანი თავს იკლავს, მარი მიატოვებს მდიდარ საყვარელს და ჟანის დედასთან ერთად სოფლად გადასახლდება.

ამ სურათში ჩარლმა პირწმინდა სიკეთისა და აბსოლუტური ბოროტების დაპირისპირების პრიმიტიული ხერხები უარყო და ფილმი დრამატურგიული და ფსიქოლოგიური ნიუანსებით აავსო. ჩაპლინის, როგორც კინოდრამატურგის ნოვატორობა, იმაში გამოიხატება, რომ მის გმირებს გააჩნდათ როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები, განწყობილების ცვლილება და მერყეობა სიკეთესა და ბოროტებას შორის.tumblr_lxwas2SEOp1qe8zvgo1_500

Continue reading

ჩარლი

დაიბადა ლონდონში, 1880 წლის 16 აპრილს. მამა ჩინებული კომიკოსი ჰყავდა. დედა მღეროდა ოპერეტაში, მერე ვარიეტეში. ბავშვობა ლონდონში, ისტენდის ღარიბების უბანში გაატარა. როდესაც მამამისი გალოთდა და საჭმელი გამოელიათ, ჩარლის ძმას ხშირად უხდებოდა საქველმოქმედო სასადილოდან წვნიანის მოტანა, ჩარლი ვერ მიჰყვებოდა ძმას რადგან ზიარი ფეხსაცმელი ჰქონდათ.

მამის გარდცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ, პატარა ჩარლი(6 წლის) ფულის საშოვნელად ესტრადებზე გამოდიოდა, მეეტლედაც მუშაობდა ქუჩაში და ხანდახან უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

14 წლისამ, როგორც იქნა თეატრალურ ჯგუფში დაიწყო მუშაობა. სკეტჩში “საფოსტო კანტორა” ჩარლიმ მთელი თავის უნარი გამოავლინა, რადგან ეს გადაწყვიტავდა თეატრში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხს. თუ დირექტორი დაიწუნებდა მთელ ოჯახს კვლავ შიმშილი ელოდა. ჩარლიმ ანგაჟემენტი(მიწვევა თეატრში გარკვული დროით და პირობებით) მიიღო.

19 წლის ჩარლი ცნობილი ანტრეპრენიორის, ფრედ კარნოს დასში მიიწვიეს, სადაც თამაშობდა მთვრალ კაცს სკეტჩში “ღამე ინგლისურ კლუბში”. ამ პიესით ჩარლმა მთელი ევროპა შემოიარა, ხოლო ამერიკაში მისი მეორე ვიზიტისას შეხვდა იმ დროის ყველაზე პოპულარულ პროდუსერს მარკ სენეტს, რომელმაც “კისტოუნის” კინოკომპანიაში მსახიობად მიიწვია. ჩარლი მიწვევას დასთანხმდა და ამერიკაში დარჩა საცხოვრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი სხეულის პლასტიკას ვირტუოზულად ფლობდა მაინც არ ეთანხმებოდა იმ დროისათვის კინოში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს: მხოლოდ გარეგან დინამიურობას და “სლეპსტიკის” ანუ გასილაქების მეთოდს.

კატეგორიულად არ ეთანხმებოდა რეჟისორ ლერმანს, რომელიც ძალით ახვევდა პრიმიტიულ გარეგან ტრიუკებს. სულ მოკლე ხანში თავად მოიპოვა რეჟისორის უფლება და ამგვარად მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია.

1914 წლის, მაისში გადაიღო “წვიმაში მოხვედრილი”. ეს იყო ჩარლის პირველი საავტორო ფილმი. სადაც სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი თავად იყო. მან მოიფიქრა თავისი გმირის იმიჯი, ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი, ქვაბურა ქუდი, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები და ხელში ჯოხი. ჩაცმულობამ და გრიმმა თვითონ უკარნახა ვინც იყო, დაუსრულებლად მოსდიოდა თავში კომიკური სიტუაციები და ეპიზოდები.

“ხალხმა არ იცის, რომ იგი, ჩვენი დროის უდიდესი დრამატურგი და რომანისტია, მისმა სამსახიობო ტალანტმა მისი სამწერლო გენია დაჩრდილა.” წერდა ფრანგი კინორეჟისორი რენე კლერი “პარიზელი ქალი”-სადმი მიძღვნილ წერილში. ჩაპლინი იყო ამ ფილმის ავტორი და რეჟისორი. იგი არ თამაშობდა ამ ფილმში, მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანდა კადრში.

კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე, პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე და გააბათილა ზოგი კრიტიკოსის მოსაზრება, რომ მუნჯი კინო ადამიანის ფსიქოლოგიას ვერ გადმოსცემს.

ჩაპლინმა თავის ფილმებში და შემოქმედებაში უარყო სრული ბოროტება და პირწმინდა სიკეთე. ისინი ერთ მთლიანობაში მოაქცია, თუმცა კონტრასტები ერთდროულობის გარდა დანაწევრებულიცაა, მაგალითად “დიდ დიქტატორში” ჰენკელი ინფანტილური ბოროტებაა, დალაქი კი შეშინებული სიკეთე.

ჩაპლინის შემოქმედება ქმნის კონტრასტს პრეტენზიასა და სინამდვილეს შორის, თუმცა მერე პრეტენზიიდან სინამდვილეზე, გამომეტყველებიდან კი შინაარსზე გადადის. დიდი ძალის ბოროტების წარმოსაჩენად ჩაპლინი კარიკატურას ქმნის, უფრო მეტი ბოროტების წარმოსაჩენად კი ტრაგიკომედიამდე მიდის.

ჩარლის საყოვლთაო აღიარება ხვდა წილად. მის კომედიებზე იცინოდა ყველა, მაგრამ როგორც კი კომიზმის გარეშე გამოსახავდა ზოგადსაკაცობრიო საკითხებს, მაყურებელთა რაოდენობა კლებულობს. მასას ჩარლის ფილმები გასართობად სჭირდებოდა, ერთეულებს კი სევდაც აღაფრთოვანებდა.

ჩარლი ჯიუტად განაგრძობდა მუნჯი ფილმების გადაღებას, ხმოვან ფილმთა შორის. ჯერ მუსიკა და ხმაური გაისმა “დიდი ქალაქის ჩირაღდნებში”, შემდეგ მისი სიმღერა, “ახალ დროებაში”. დაიწერა ხმოვანი სცენარი კინოშედევრისთვის “დიდი დიქტატორი”. ჩაპლინმა ხიდი გასდო მუნჯ და ხმოვან, ძველ და ახალ კინოს შორის, რომელზეც ასობით კინემატოგრაფისტი იკვლევდა გზას. მისი გენია ხმოვანი კინოს ახალმა ესთეტიკამ ვერ დაჯაბნა.

ჩარლი დარჩა დროთა ვითარებისა და ცვალებადობისგან ხელშეუხებელი გენიოსი.

სერგეი ეიზენშტეინი – ჯავშნოსანი პოტომკინი

სერგეი ეიზენშტეინი დაიბადა რიგაში 23.01.1898 (ლატვია). მამამისი, მიხეილ ეიზენშტეინი, ებრაული წარმოშობის გერმანელი ინჟინერი იყო, დედა-ჯულია, რუსი ჰყავდა. გარდაიცვალა 11.02.1948, მოსკოვი.

რუსული კინოს პირველი საერთაშორისო აღიარება სერგეი ეიზენშტეინის სახელთანაა დაკავშირებული. მისი შედევრი “ჯავშნოსანი პოტომკინი” ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე, 1958 წელს, მსოფლიო კინოხელოვნების ყველა დროსა და ყველა ქვეყნის 12 საუკეთესო ფილმს შორის, პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

სერგეი ეიზენშტეინი

Continue reading

კინოს მართლწერის შექმნა

წინა პოსტშიმოგიყევით დევიდ გრიფითის ბიოგრაფიის შესახებ. აქ კი მოგითხრობთ, თუ რა დამსახურება მიუძღვის მას კინოს განვითარების ისტორიაში.

  • პირველმა შემოიღო რეპეტიციები კინომსახიობებთან.
  • შემოიტანა შუა ხედი ეკრანზე, სცენისა და ეპიზოდის მთლიანობა წარმოსახა.
  • ეკრანიდან განდევნა თეატრისთვის დამახასიათებელი ადგილის,  დროის  და მოქმედების ერთიანობა. რევოლუცია მოახდინა კადრების კონსტრუქციაში.
  • პირველმა შემოიღო მონტაჟური დაპირისპირება.  პარალელური მონტაჟი და წარსულისკენ უკუქცევა.
  • პირველმა შემოღო მანამდე არარსებული ხელოვნური განათება და სიუჟეტურად გააზრებული შუქ-ჩრდილები.
  • ცალკეული ყოფითი დეტალების და ხედების მონტაჟური წყობის საშუალებით შექმნა კინემატოგრაფიული ატმოსფერო და მისი შესატყვისი განწყობილება.
  • პირველმა გადაიღი კომპოზიციური კადრები უშორესი ხედიდან.
  • მოძრაობით გადაღებული კინემატოგრაფიული გამოსახულება ნაჭრებად დააქუცმაცა და მონტაჟის საშუალებით კინემატოგრაფიული ტემპო-რიტმი შექმნა.
  • აზრი მიანიჭა ახლო ხედს.
  • პირველად გადაიღო რაკურსული პანორამა საჰაერო ბურთიდან.
  • მასა კინოწარმოებაში მოქმედ სახალხო კრებულად აქცია.
  • საფუძველი ჩაუყარა გრანდიოზული მასშტაბის,ისტორიული, კოსტუმირებული ფილმების ეკონომიურ დაგეგმვასა და წარმოებას.

 
Continue reading

დევიდ იუორკ გრიფითი

აღმაფრენა და დაცემა

ამერიკული კინოს ფუძემდებელი დევიდ იუორკ გრიფითი დაიბადა 1875 წ-ს სამხრეთ ამერიკაში, კენტუკის შტატის ქალაქ ლა გრანჯში. მამამისი ექიმი ჯეიქ გრიფითი სამოქალაქო ომის პოლკოვნიკი,კონფედერანტების არმიის ცხენოსანთა ნაწილს მეთაურობდა. ჯეიკ გრიფითმა , მედიცინის გარდა კარგად იცოდა ლიტერატურა და შეექსპირის შემოქმედების შესახებ ლექციეებსაც კითხულობდ, როდესაც გარდაიცვალა დევიდი ათი წლის იყო.უსახსროდ დარჩენილ ოჯახი ჯერ პატარა ფერმაში გადასახლდა. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კი ქალაქ ლუიზვილში.

პირველ ხანებში დევიდი იქ საგალანტერიო , შემდეგ კი წიგნების მაღაზიის დახლიდარად მუშაობდა., მაგრამ ნიჭიერ ახალგაზრდას ეს საქმიანობა არ აკმაყოფილებდა. მან ნოქრობას რეპორტიორის პროფესია ამჯობინა და გაზეთ “კურიერ ჯორნელში” მასალების გამოქვეყნებას მიჰყო ხელი. 1897წლიდან დეივიდ გრიფითმა პროვინციულ თეატრში მსახიობობა დაიწყო და ათი წლის განმავლობაში მოგზაურ დასში იმყოფებოდა. სამსახიობო ხეტიალის პერიოდში იგი თავის მიწა-წყალს ეცნობოდა და ბევრს კითხულობდა. განსაკუთრებით ვიქტორიანული ეპოქის ლიტერატურა იზიდავდა. 1907 წელს მისი პიესა “სულელი გოგონა” ვაშინგტონისა და ბალტიმორის თეატრებში დაიდგა, მაგრამ წარუმატებლობის გამო ორ კვირაში სცენიდან მოხსნეს. პატივმოყვარე და სახელის მოხვეჭას დიდად მოწადინებულ გრიფითს მსახიობობასა და მწერლობაში ბედმა უმუხთლა. ნიჭიერი და ულუკმაპურო სახელსა და სიმდიდრეს ეძებდა, ბოლოს კი ორივე მოიხვეჭა კინოში.,სადაც იგი შემთხვევით მოხვდა.


Continue reading

ჟორჟ მელიესი

ჟორჟ მელიესი – ფოკუსების თეატრის პატრონი სინემატოგრაფის პირველ სეანსზე დასწრების შემდგომ, ამ სანახაობით უმალ დაინტერესდა და ლუმიერს სთხოვა აპარატის მიყიდვა,

მტკიცე უარის შემდეგ ინგლისელი გამომგონებლის ვ.პოლას კინოაპარატი შეიძინა და გადაღებებს შეუდგა. თუმცა მის ფილმებს წარმატება არ მოჰყოლია. ხალხს ლუმიერის ფილმები უკვე მობეზრდა, ყურადღებით არც მიმბაძველს გაანებივრებდა. მისი ფილმები ძირითადად ლუმიერის ფილმების გადამღერება იყო.

ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ახალ ატრაქციონს მიაგნო. მეტად პრიმიტიულმა აპარატის შეყოვნებამ, მოულოდნელი ეფექტი მოახდინა. ფირის გასასწორებლად და ხელახლა გასაშვებად ერთი წუთი გახდა საჭირო. ამ ერთ წუთში გამვლელებმა, ეკიპაჟმა, ომნიბუსებმა ჩაიარეს ფირის ეკრანზე გაშვებისას ომნიბუსი გადაქცეულიყო დროგად, მამაკაცები ქალებად. ასე იქნა ნაპოვნი შეცვლისა და გარდასახვის ტრიუკი, რასაც წარმატება მოჰყვა. Continue reading

ლუმიერის სინემატოგრაფი

მაყურებლის წინაშე წარსდგომამდე კინოს თავისი ისტორია ჰქონდა.

მას საფუძველი ჩაუყარა ბელგიელმა მეცნიერმა ჯოზეფ პლატომ, 1832 წელს. იგი მექანიკურ აპარატში (ტაუმატროპში) სხეულის მოძრაობას აკვირდებოდა. ამ დაკვირვებებიდან 20 წლის შემდეგ, პლატომ ტექნიკურად გაუმჯობესებულ ხელსაწყოში ნახატები გაუშვა. ამავე წელს ჟ.დიუბოსკმა ნახატები მოძრავი ფოტოგრაფიით შეცვალა.

1870 წელს ჟიულ მარემ, პარიზის ჰოსპიტალის ექიმმა და ფიზიოლოგმა, ფოტოგრაფიული თოფი გამოიგონა, რომლითაც წამში ათ ფოტოს იღებდა. 1885 წელს, მარემ პირველად ჩაატარა კინოგადაღება, კოჭზე დახვეული ქაღალდის გრძელი ფირით და თავისი გამოგონება საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა. ცოტა ხანში კი, ქაღალდის გრძელი ფირი, პერფორირებული ცელულოიდის ფირით შეცვალა, რაც თითქმის არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი კინოფირისგან.
1889 წელს მარემ და მისმა ასისტენტმა დემინომ, პირველად წარმოსახეს ეკრანზე ხმოვანი გამოსახულება. ადამიანის თავი ახლო ხედით, რომელიც ამბობდა “გაუმარჯოს საფრანგეთს” და “მე თქვენ მიყვარხართ”. Continue reading