არქივი

ძლიერი გოგონებიც ხანდახან ტირიან

შეიძლება არ ვარ ის ვინც ყველას სინამდვილეში ვგონივარ. შეიძლება არ ვარ ის ძლიერი ქალი რომელიც ყოველთვის ყველაფერს მიაღწევს. იქნებ უბრალოდ ნიღაბია რომელსაც ჩემდაუნებურად ვატარებ.

ხანდახან ისეთი სუსტი ვარ რომ შუაღამის მიწურულს ჩემი თავის სიბრალული მატირებს. ხანდახან არ შემიძლია მეტის გაძლება და მინდა ყველაფერი მივატოვო

რა საშინელი უაზრობაა სიცოცხლე როდესაც საკუთარი დედმამა და დები სიგიჟემდე გენატრება. ტკივილამდე გენატრება.  და დრო ისე გადის უჩემოდ ბერდებიან ჩემი მშობლები. ვერ ვტკბები და ვერ ვთბები მათით. და მეშინია. სულ მუდამ კარგად ამყოფე ჩემი ადამიანები  რომლებიც მუდამ მენატრებიან.

 

 

 

 

 

დაძაბული ცხოვრება

უშინ დანის დაბადების დღე იყო. 9 წლის გახდა ჩემი ლამაზთვალა ვარსკვლავთბიჭუნა. პირველი დაბადების დღე იყო ( მას შემდეგ რაც გაჩნდა) რომელიც ვერ აღვუნიშნეთ დიდი ზარ-ზეიმით. მთელი დღე სრული საგიჟეთი მქონდა პლუს ვცდილობდი ქუიზისთვის და გამოცდისთვის მომზადება მომესწრო. 6 საათზე დანის კონცერტი ჰქონდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. აი, უსაქმურიც მოვიდაო – შემომეგება დანის კლასელის მშობელი. ვერ მივხვდი რას მერჩოდა, გაოცებული თვალები რომ მივაჭყიტე დაამატა სხვა საქმე არ გქონდა კიდევ სწავლას რომ დაუბრუნდიო?

აბა რა უნდა მეპასუხა. თვალწინ ჩამიქროლა მეცადინეობაში გათენებულმა ღამეებმა და ყველა მნიშვნელოვანმა მოვლენამ რომელიც სწავლის გამო გამოვტოვე. მეგობრები რომლებიც დავივიწყე და საერთოდ ყველაფერი დავივიწყე იმის გამო რომ ვთვლი, მთავარია ადამიანი ერთ ადგილას არ გაიყინო, უნდა განვითარდე არ აქვს მნიშვნელობა რის ფასად გიჯდება. მე კი ყველაზე დიდი გადასახადი შემხვდა სწავლის საფასურად. ეს არის მსხვერპლი, რომელსაც მე ვიღებ იმისთვის რომ ვისწავლო, საღამოები რომელსაც უნივერსიტეტში ვატარებ, დრო რომელსაც ჩემს შვილებს ვპარავ. და ვიღაც უკაცრავად და ნამდვილ უსაქმურს ჰგონია რომ მე ვარ უსაქმური. სიმწრით გავუღიმე და გავეცალე იქაურობას. რვის ნახევარზე უკვე უნივერსიტეტში ვიყავი.

//platform.instagram.com/en_US/embeds.js

აქვე ავღნიშნავ, რომ ძალიან მიჭირს სწავლა. დროის დეფიციტი კი ჩემი ცხოვრების ლეიტმოტივი გახდა. ხანდახან ძალიან ვნანობ რად მინდოდა ისედაც დაძაბული ცხოვრების გართულება ლ. გათენებული ღამის და ავტობუსში საათნახევრიანი ჯაყჯაყის შემდეგ მზად ვარ გავიქცე, გადავიკარგო და აღარასოდეს დავბრუნდი კავკასიის უნივერსიტეტში , რომლის მდებარეობა და საცობებში საათობით მგზავრობა ჩემი სიმწრის ცრემლების მთავარი მიზეზია. მეორე ხმა კი ჩამძახის შენ შესძლებ.

და იმედია შევძლებ

//platform.instagram.com/en_US/embeds.js

Zip-line

image
image
image
image
>image

image

საშემოდგომო

ჩვევაში გადამეზარდა…შემოდგომის მიწურული საზიზღარ ხასიათზე მაყენებს. ალბათ ძალიან მყარი ფსიქიკის ან უაღრესად მხიარული ადამიანები არიან ასეთ ამინდებში ბედნიერები. Continue reading

Se la vi

ცხოვრების ტემპი დაჩქარდა. ისეთ ფერხულში ვარ ჩაბმული სადაც ყოველი დღე და საათი გაწერილი და დაგეგმილია. Continue reading

27

აი, ასე მარტივად მივიწევ წინ. დეპრესიული ხასიათი მაიძულობს, რომ ჩემ დაბადების დღე თითქმის არასოდეს არ მიხაროდეს. ჩემი მეუღლე ბევრს ეცადა რომ ეს დღე დღესასწაულად ექცია, ჯერ შემომთავაზა ლოპოტაზე ან შატო-მერეში წავიდეთო, იცის როგორ მიყვარს ქალაქგარეთ ხეტიალი. ამჯერად არ მოვისურვე. მერე მითხრა წადით შენ და შენი გოგოები სადმე, აღნიშნეთო. არ მოვისურე. ვიჯექი სამსახურში მთელი დღე და ჩემი თანამშრომლების უნიჭო ღადაობას ვუსმენდი, საერთოდ რომ არ არის სახუმარო ან საღადავო ისეთ თემებზე. Continue reading

ცვლილებები

ძალიან მეშინია ცვლილებების.
იდიოტური ცვლილებების.. . Continue reading