არქივი

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

რა არის დაუნის სინდრომი?

ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დარღვევა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები:

ტრისომია

ყველაზე ხშირი დარღვევა, როდესაც დედის ან მამის სასქესო უჯრედის დაყოფისას არ ხდება 21-ე წყვილი ქრომოსომის განცალკევება და განაყოფიერების შემდეგ ტრისომიული ზიგოტა იქმნება. ამ შემთხვევაში ორგანიზმის ყველა უჯრედი ატარებს ანომალიას. ვლინდება დაუნის სინდრომის 95%-ში.

 ტრანსლოკაცია

უჯრედის დაყოფისას 21-ე ქრომოსომა მოწყდება და მიემაგრება სხვა, ყველაზე ხშირად მე-14 ქრომოსომას. უჯრედებში ქრომოსომათა რაოდენობა ისევ ორმოცდაექვსია, მაგრამ 21-ე ქრომოსომის დამატებითი ნაწილი იწვევს დაუნის სინდრომს. მიიღება არაბალანსირებული კარიოტიპი (ამა თუ იმ ორგანიზმის უჯრედებისათვის დამახასიათებელი ქრომოსომების ნიშან-თვისებების ერთობლიობა).  ვლინდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 3 -4%-ში.

 მოზაიციზმი

განაყოფიერების შემდეგ ემბრიონის უჯრედის გაყოფის დროს არ ხდება 21-ე ქრომოსომის დაშორება. ამ დროს ჩნდება უჯრედების ორი ტიპი: ზოგი ბირთვი შეიცავს 46 ქრომოსომას, ზოგი კი 47 ქრომოსომას. პირველისგან განსხვავებით ეს ფორმა უფრო მსუბუქია, რადგან ანომალია არ აღინიშნება ორგანიზმის ყველა უჯრედში, თუმცა მისი დადგენა რთულდება პრენატალური დიაგნოსტიკის დროს. გვხვდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 1 – 2%-ში.

დაუნის სინდრომს აქვს ყველაზე თვალშისაცემი ფიზიკური გამოვლინება, იწვევს გარეგან ფიზიკურ მახასიათებლებს. სინდრომი პირველად აღწერა ჯონ დაუნმა 1866 წელს,ხოლო 1959 წელს  ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად შეაფასა, როგორც ქრომოსომული ანომალია. დაუნის სინდრომის დროს თანდართულ დაავადებებს მიეკუთვნება:
გულის თანდაყოლილი მანკი, ბავშვობის პერიოდის ლეიკემია, მხედველობის, სმენის და საჭმლის გადამუშავების პრობლემები.

2006  წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე.დღე და თვე  შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას თარიღი აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

რაში მდგომარეობს პრობლემა?

  • საზოგადოება, რომელშიც სხვადასხვა სტერეოტიპი, კლიშე და სტიგმა ყალიბდება, ყველაზე დიდი პრობლემაა როგორც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მეურვეებისთვის
  •  ამ სინდრომის დადგენა ორსულობის ადრეულ სტადიაშია შესაძლებელი, არაკომპეტენტური  ექოსკოპისტების უმრავლესობა მშობელს ნაყოფის მოშორებას ურჩევს. ჩემი აზრით ეს  კრიმინალია და  ავტორები კანონით უნდა ისჯებოდნენ
  • ადამიანებისთვის რთულდება საზოგადოებასთან ინტეგრაცია. ამ განხრით არაკვალიფიციური პედაგოგები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების სათანადო განათლებას.
  • დასაქმება

  • მშობლები, რომლებიც ერიდებიან განსხვავებულ შვილებთან ერთად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენას.

  • უმეცარი ადამიანები, რომლებიც სიტყვა დაუნს კნინობით ფორმად იყენებენ
  • დროა ვისწავლოთ ადამიანების, გამორჩეული ადამიანების პატივისცემა. მათ შეცოდება და ტკივილის მიყენება კი არა, თანადგომა და შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდებათ.

    უთვალავი წინდა

    2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

    მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

    ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას – წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.არასათავრობო ორგანიზაციების „ვიმეგობროთ“ და „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი” ჩვენი ბავშვების ეგიდით „უთვალავი წინდის“ იდეას წელს საქართველოც უერთდება. 21 მარტს მოქალაქეებს შეეძლებათ ფერადი წინდის შეძენა და მისი სხვადასხვა სახის აქსესუარად გამოყენება. უჩვეულო შტრიხი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს დაუნის სინდრომთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს. „უთვალავი წინდით“ უთვალავი მოქალაქე ხელს შეუწყობს იმ სტერეოტიპების რღვევას,რომლებიც ერთი მხრივ არასწორ წარმოდგენას ამკვიდრებს საზოგადოებაში, ხოლო მეორე მხრივ თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრთა იზოლირებას იწვევს.

    არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქტივობები:

    21 მარტს ღონისძიებების განრიგი:

    11.00-12:00 – მხარდამჭერი მსვლელობა – 55-ე სკოლიდან ფილარმონიამდე – ა/ო „ვიმეგობროთ“ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მონაწილეობით ანა ჩანგიანისა და ზალიკო ბერგერის საბავშვო კოლექციის ჩვენება, ეროვნული ბიბლიოთეკა – ა/ო „მზის შვილები“.

    16-17:00 – სამუშაო შეხვედრა – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულფასოვანი სამედიცინო მეთვალყურეობის თემაზე, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ – კავშირი „ჩვენი ბავშვები“.

    19:00 – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი საღამო „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ .

  • Advertisements

    5 რჩევა მეტი თავდაჯერებულობისათვის

    თავდაჯერება ცოტა უცნაური რამაა, სწორედ მაშინ გიღალატებს, მიგატოვებს და უგზოუკვლოდ გაუჩინარდება როდესაც ყველაზე ძალიან გჭირება. ფაქტიურად იმის სწავლა როგორ გახდე უფრო მეტად თავდაჯერებული უბრალოდ შეუძლებელია, თავდაჯერება შენში უნდა იყოს, რაც უფრო მეტად გჯერა საკუთარი თავის, მით უფრო მეტია შენი წარმატების და ცხოვრებისეულ პრობლემებთან იოლად გამკლავების შანსი. Continue reading

    ჩემი ხელით

    საერთოდ ძალიან მიყვარს ტანსაცმლის გადაკეთება, მიჭრა-მოჭრა, მიკერება ან მიკერებულის მოძრობა, მოკლედ ნემსი და ძაფი არ მემარჯვება თორემ დაჭრა-გაუბედურებაში ბადალი არ მყავს. მერე დიდხანს მიდევს მკერავთან წასაღებად გამზადებული ტანსაცმელი. ღილის დაკერებაზეც ისე ვწვალობ ჩემი ქმარი 5 წუთზე მეტს ვერ უძლებს სანახაობას, გამომტაცებს ხოლმე ხელიდან და იმ დროის განმავლობაში რასაც მე ერთი ღილის დაკერებას ვანდომებ, დანარჩენ ღილებს მიუჩენს ხოლმე ადგილს(ფოლაქი, როოგორ მომწონს, მაგრამ ძალიან ძველმოდურად რომ არ მიმიჩნიოთ ისევ ღილი იყოს).

    წინამდებარე ფოტოზე ერთი ძალიან ძველი (თუმცა ისე დაძველდა ერთხელაც არ ჩამიცვამს) პერანგია ასახული, რომელიც ჩემს თვალში ძალიან უსახურად გამოიყურება. ვერაფერს ვერ შევუხამე და მოვიხდინე, ამიტომაც კარადაში ზუსტად ორი წელი, თავისთვის ეკიდა. ამ წლების განმავლობაში წმენდა რამდენჯერმე ჩავატარე. როდესაც გამოუსადეგარ სამოსს სხვებს ვჩუქნიდი, ეტყობა გამომრჩა. არასოდეს გამხსენებია მისი არსებობა, სანამ დრესკოდის მიხედვით ჩასაცმელად ვარდისფერი პერანგი არ დამჭირდა.
    (მე არ მიყიდია, მიხვდით ალბათ რომ მაჩუქეს).

    pizap.com13603420184061

    ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი რომ ალტერნატივა არ მქონდა. ვინაიდან ასეთ უსახურს არაფრის დიდებით არ ჩავიცმევდი, როგორიც სურათის პირველ ვრიანტზეა წარმოდგენილი, ცოტა თანამედროვეობის ელფერი მივანიჭე, რაც ძნელი ნამდვილად არ იყო. ვარდისფერს რომ ოქროსფერი ძალიან მოუხდებოდა ვივარაუდე და მართალიც აღმოვჩნდი. დანარჩენი კი ძალიან მარტივია, რამდენიმე მოდური შტრიხი მხრებზე და საყელოზე, გამოვცვალე ღილები და დავამატე ქამარი. ამ ყველაფრის შემდეგ, მოვახერხე და შევძელი მისი ჩაცმა.
    pizap.com13603429374531

    ურიგოდ არ გამოიყურება არა? ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა, რომ თავადაც მშვენივრად შეგიძლიათ იგივეს გაკეთება. ყველას მოგეძევებათ სახლში უსარგებლო ან გამოუდეგარი სამოსი, ცოტა დროს თუ დავახარჯავთ და ფანტაზიას გამოვიყენებთ შესაძლოა მოდურ და თანამედროვე სამოსად ვაქციოთ.

    pizap.com13603421930001

    ამ ფოტოებზე მუშაობის პრცესია გადაღებული. დააკვირდით, ღილები სხვა პერანგს რომ ავაცალე? ასეა მუდამ, ერთს ვაკეთებ და მეორეს ვაფუჭებ. თუმცა კომპენსაციის სახით თეთრი პერანგი უფრო ლამაზი ღილებით დაჯილდოვდა, მიკერებით ჩემმა დამ მიაკერა, ხომ გითხარით კერვა არ მეხერხება მეთქი.

    pizap.com13603424085461

    pizap.com13603425678121

    როგორ იწყება სკანდალები

    რა თქმა უნდა სკანდალის საწყისი ეტაპი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და ინდივიდუალურია. თუმცა ზოგჯერ მიზეზები ისეთი უმნიშვნელო და სასაცილოც კია-შედეგები კი საკმაოდ სერიოზული. ამ პოსტს ვწერ, რომ საკუთარ თავს შევახსენო (თან იქნებ სხვასაც შეგონებად გამოადგეს):

    * ხანდახან თურმე დამნაშავე მხარე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.
    * მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი პატივისცემა, თავშეკავება ან თუნდაც მოთმინება გამოვიჩინოთ.
    * მითუმეტეს რომ საქმე უბრალოდ ძალიან მარტივად იყო

    მიზეზი
    საქმე ერთი შეხედვით კომიკურია ტრაგედიამდე არ მისული. ერთ ჩვეულებრივ საღამოს ვატარებდი კომპიუტერთან, ფინჯანი ჩაით და პლედით, არაფერი გამორჩეული და განსაკუთრებული არ ხდებოდა. ამ დროს ჩემს ძვირფას მეორე ნახევარს ტელევიზორის ყურება მოუნდა და პულტის მოსაძებნად გამომიძახა( ყურადღება მიაქციეთ რომ ფაქტიურად ერთმა რიგითმა უმნიშვნელო წვრილმანმა გამოიწვია), რის გამოც გავბრაზდი და ვთხოვე თვითონ მოეძებნა სავარაუდოდ ტელევიზორის თავზე. თუმცა დაჟინებული მოთხოვნის გამო იძულებული გავხდი ავმდგარიყავი და მითითებულ ადგილზე “ნაპოვნი” პულტი გადამეცა, საკმაოდ უხეში სიტყვების ნაკადიც მოვაყოლე, რამაც ბუნებრივია დიდი კამათი გამოიწვია.

    სიტუაციების აღწერით თავს არ შეგაწყენთ უბრალოდ სიმწრისგან გადავწყვიტე ჭურჭლის დალეწვა ,სხვათაშორის ძველით ახალი წელი დგებოდა და მაგიდაზე უხვად მოიძებნებოდა ძვირფას-ძვირფასი თეფშების ასორტიმენტი.

    tumblr_mfiysaFg1u1qkr13wo1_400_large

    შედეგი

    ხელი დავავლე გამორჩეულად დიდ და მძიმე ბროლის ლანგარს, ის-ის იყო მეტლახზე დახეთქებას ვუპირებდი, რომ ხელი წაავლო გამოსართმევად (გასატეხად დაენანა ალბათ) ამასობაში ლანგარი ხელში დამეფშვნა და მარცხენა ხელის სერიოზული დაზიანება მივიღე, სისხლი ნაკადულივით წამოვიდა, იმდენად შოკირებული ვიყავი ამდენი სისხლის და აუტანელი ტკივილს გამო, რომ იმ მომენტიდან მხოლოდ მეუღლის შეშინებული სახე და მის მიერვე ჩატარებული პირველადი დახმარება მახსოვს. გაბუჟებული ხელი, თეთრ მეტლახზე მოფენილი წითელი წვეთები და აუტანელი ტკივილი.


    მიზანი


    ბევრი ლაპარაკი არ უნდა, რომ სიტუაცია ჩემი პროვოცირებული იყო და ნამდვილად საკადრისი დავიმსახურე. იქნებ მომავალში გამომადგეს ეს ფაქტი (აქ ვწერ იმიტომ რომ არასოდეს დამავიწყდეს, მოგეხსენებათ მეხსიერება არ მივარგა) და მსგავს სიტუაციაში არასოდეს აღმოვჩნდე.
    ღმერთმა დამსაჯაო , რომ ამბობენ ალბათ ეს არის.

    ფრთხილად, შიდსია

    შიდსი ყველგან შეიძლება იყოს. იგი შეიძლება აღმოჩნდეს შენს ქალაქში,

    შენს ირგვლივაც, უყურადღებობა და დაუფიქრებლობა

    ხშირ შემთხვევაში შიდსით ინფიცირების მიზეზი ხდება.

    შენზეა დამოკიდებული გახდები თუ არა შიდსის მსხვერპლი.

    მოგეხსენებათ პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, ვაპირებდი ბლოგზე დამეწერა რაიმე მოკლე ინფორმაცია თუმცაღა გადამავიწყდა და პირველ დეკემბერს, ზამთრის პირველ უჩვეულოდ მზიან დღეს სასეირნოდ გავემართე შვილებთან და მეგობართან ერთად. ცოტა უცნაური სანახაობის მომსწრე გავხდი, რიყის პარკში არიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, შიგნით მოთავსებულ სამ კოხტა კონდომთან ერთად, უცნაური არაფერი არ იყო ახალგაზრდების რეაქციის გარდა ბუკლეტში მოთავსებულ პრეზერვატივებს , რომ ნახულობდნენ. კარგით რა, ეს პატარა რეზინა ხომ ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან, არასასურველი ფეხმძიმობა იქნება თუ ვენერიულ დაავადებათა ბუკეტი. მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სექსი ყველას უნდა თავდაცვა არავის. ბუკლეტში მოყვანილი ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო და საჭირბოროტოა, ამიტომ გადავწყვიტე აქაც გადმომეტანა.

     მოგეხსენებათ პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, ვაპირებდი ბლოგზე დამეწერა რაიმე მოკლე ინფორმაცია თუმცაღა გადამავიწყდა და პირველ დეკემბერს, ზამთრის პირველ უჩვეულოდ მზიან დღეს სასეირნოდ გავემართე შვილებთან და მეგობართან ერთად. ცოტა უცნაური სანახაობის მომსწრე გავხდი, რიყის პარკში არიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, შიგნით მოთავსებულ სამ კოხტა კონდომთან ერთად. უცნაური არაფერი არ იყო ახალგაზრდების რეაქციის გარდა, ბუკლეტში მოთავსებულ პრეზერვატივებს, რომ ნახულობდნენ. კარგით რა, ეს პატარა რეზინა, ხომ ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან, არასასურველი ფეხმძიმობა იქნება თუ ვენერიულ დაავადებათა ბუკეტი. მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სექსი ყველას უნდა თავდაცვა არავის. ბუკლეტში მოყვანილი ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო და საჭირბოროტოა, ამიტომ გადავწყვიტე აქაც გადმომეტანა.

     

    ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი(აივ-ი) არის ვირუსი,რომელიც იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს(შიდს-ი). მოხვდება თუ არა ადამიანის ორგანიზმში, აზიანებს იმუნური სისტემის უჯრედებს. დამცველი უჯრედების ნელ-ნელა განადგურების გამო ადამიანს დაავადების სიმპტომები შეიძლება წლების მანძილზე არ გამოუვლინდეს, გამოიყურებოდეს ჯანმრთელად და არც კი იცოდეს, რომ ინფიცირებულია, თუკი არ გაიკეთებს სისხლის ანალიზს აივ-ის ანტისხეულების გამოსავლენად.

    შიდსი აივ-ინფიცირების ბოლო სტადიაა. როდესაც იმუნური სისტემა ნებდება ინფექციას, ორგანიზმი სრულიად დაუცველი რჩება და წინააღმდეგობას ვეღარ უწევს სხვადასხვა დაავადებას.

    აივ-ი გადაეცემა

    • დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, როგორც ჰეტერეო ისე ჰომოსექსუალური,ვაგინალური, ანალური და ორალური კონტაქტით.
    • ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით
    • ნარკოტიკის მიღებისას, აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის გაზიარებისას.
    • ინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით(მათ შორის ტატუირების ან ყურის გასახვრეტი ნემსითაც.)
    • ინფიცირებული ადამიანის სისხლსა და ორგანიზმის სითხეებთან შემთხვევითი კონტაქტით.
    • ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ფეხმძიმობის, მშობიარობის ანდა ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

    აივი არ გადაეცემა

    • კოცნით
    • მწერის ან შინაური ცხოველის ნაკბენით
    • საერთო საყოფაცხოვრებო ნივთების ხმარებით
    • ხელის ჩამორთმევით
    • პირადი ჰიგიენის ნივთებით
    • აუზზე, აბანოსა და საუნაში
    • ჰაერითა და საკვებით

    ბედნიერების ჰორმონები

    ბედნიერება ზოგადი მცნებაა: ზოგიერთი ჩვენგანი, საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული, უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას განიცდის დადებით ემოციებს. ზოგიერთს ერთი გაღიმება, ერთი კოცნა ან მეზობლის ხალისიანი მისალმება აყენებს კარგ განწყობაზე. დანარჩენს კი ბედნიერების შეგრძნების მისაღწევად გარემოს იდეალურამდე სრულყოფა და პრობლემების 100% გადაწყვეტა ესაჭიროება.

    ეს ყველაფერი ადამიანის ტიპაჟსა და მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ზემოთ დასახელებულ ადამიანთა მეორე, საკმაოდ პრაგმატული ნაწილი უფრო იშვიათადაა ბედნიერი და გამუდმებით პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის ხერხებზე ფიქრობს, რაც, თავისთავად, ცუდი არაა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ხანდახან პრობლემების დავიწყება და უბრალოდ ცხოვრებისგან ტკბობა უფრო ჭკვიანურია, ვიდრე გამუდმებული ფიქრი და მსჯელობა ზოგადსაკაცობრიო, გლობალურ ანდა პირად პრობლემებზე.

    დადებითი ემოციების: სიცილის, სიხარულის, სიყვარულის, მადლიერების გრძნობის შედეგად წარმოიქმნება ენდორფინები-ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებას, ბედნიერების შეგრძნებას.
    ოპტიმისტური განწყობილების შედეგად უფრო მარტივია კონფლიქტების დარეგულირება, წყენისა და სიძულვილის მოცილება, სიკეთის, მადლიერების და მიტევების გრძნობის აღზრდა.

    თუ ცხოვრების მიმართ ოპტიმისტურად ხარ განწყობილი
    თუ მზის ყოველი ამოსვლით ტკბები
    თუ იმის რწმენით და იმედით იძინებ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება
    თუ გჯერა საკუთარი თავის, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ

    ესე იგი შენ ოპტიმისტი ხარ.

    გილოცავ შენ უკვე ბედნიერი ხარ!!! ბედნიერების შეგრძნება ხომ უბრალოდ ოპტიმისტური განწყობის შედეგია 🙂

    posted by tami for pink

    ვეგეტარიანული დიეტა

    მსოფლიოში ინტენსიურად მატულობს ვეგეტარიანელთა რიცხვი და მათდამი დამოკიდებულებაც იცვლება. თუ ადრე ვეგეტარიანელებს ახირებულებს უწოდებდნენ დღეს პატივისცემით ექცევიან…

    და მაინც, გამართლებულია ეს პატივისცემა?

    რამდენიმე საინტერესო ფაქტი ვეგეტარიანული კვების შესახებ

    იღებენ თუ არა ვეგეტარიანელები საკვებით ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას?

    მცენარეული წარმოშობის პროდუქტები შეიცავს ბევრ ცილას და უჯრედისს, მათში ცოტაა ცხიმი და საერთოდ არ არის ქოლესტერინი.

    Continue reading