არქივი

ბიჭი ზოლიან პიჟამაში

ორიოდე დღის წინ ებრაელმა ხალხმა ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე აღნიშნა, ამ დღეს წუთიერი დუმილით და სირენის ხმებით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.საოცარი სანახაობაა, ყველა როგორც ერთი ირინდება, სამყარო მოძრაობას წყვეტს  და სირენების ხმა ფარავს ისრაელის მიწას.

.როგორც ებრაელი ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა იქნებოდა იმ დროში რომ მეცხოვრა?

ნეტავ, მაშინაც  ვიამაყებდი ჩემი რელიგიით?

მაშინ, როდესაც  ხოცავდნენ , აწამებდნენ და აშიმშილებდნენ, გაზის კამერებში ხუთავდნენ, და უბრალოდ სძულდათ მხოლოდ იმიტომ რომ ებრაელები იყვნენ.

შეიძლება სისულელეა, მაგრამ ნამდვილად ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ვიამაყებდი მაშინაც?  მსგავსი ფიქრები კი ძირითადად მაშინ ემომეჯარება როდესაც საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდს და ჰოლოკოსტის შავ-ბნელ დღეებს შეეხება.

ვინაიდან ჩემი ემოციურობა, ჩემივე თავს საშინლად ვნებს, ვერიდები ხოლმე მძაფრ ემოციებს, უარს ვამბობ კარგი ფილმების ნახვაზე , მაგრამ კარგ

წიგნებზე უარის თქმა არაფრით არ შემიძლია.სწორედ ამიტომ წავიკითხე “ბიჭი ზოლიან პიჟამაში” . საოცრად შემძრა ამ წიგნმა,სრულიად ახლებურად დამანახა ჰოლოკოსტის პერიოდი. გერმანელი ბიჭუნას თვალით დანახული აუშვიცი და მეგობრობა რომელსაც მსხვერპლად შეეწირა.  მინდა ძალიან ბევრი დავწერო ამ წიგნზე, მინდა მთელი ჩემი ფიქრები და აზრები საჯაროდ გამოვამზეურო მაგრამ ეს იმ იშვიათ მომენტთაგანია, როდესაც მე სიტყვებს თავს ვერ ვუყრი და არ ვიცი, როგორ დავწერო ის, რასაც ვფიქრობ.

ყავა,წიგნები,მზე – ჩემი სამოთხე დედამიწაზე

როგორც კი გაზაფხული ძალებს მოიკრებს, მზე ჩვეულებრივზე მეტად დააცხუნებს სწორედ მაშინ ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ხელახლა ვიღვიძებ. ცხოვრებაც თითქოს მშვენიერი ხდება. მინდა მტვერი გადავწმინდო საკუთარ თავს, ემოციებს, აპათია უგზოუკვლოდ იკარგება და ვგრძნობ რომ ყველაფერი უკეთესად არის. Continue reading

მისტერ მერსედესი

არსებობს ერთგვარი მანია-კინგომანია.

ამ მანიით დაავადებულ ადამიანებს არ შეუძლიათ რომ არ წაიკითხონ კინგის თრილერ-რომანები –
მერე გულისცემა  უჩქარდებათ,ზედიზედ რამდენიმე ღამე ვერ იძინებენ, საზარელი ფიქრები აწუხებთ და მინიმუმ სამი დღე უბედურები არიან. Continue reading

ჯოილენდი

ზაფხული და შემოდგომის პირველი თვე ისე მიიწურა წიგნი არც გადამიშლია. გულმოდგინედ ვცდილობდი “პორტნოის სინდრომი” დამემთავრებინა, მაგრამ ნურას უკაცრავად, თხრობა გადამწყვეტ ფაზაში რომ შევიდა სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ წიგნი უკრაინის აეროპორტში დამრჩა. ან რა არის გასაკვირი,წინ და უკან დავდევდი ჩემს გიჟ შვილებს. ჩასხდომა, რომ გამოაცხადეს ბავშვების და ბარგის მოგროვებით ვიყავი გართული წიგნი კი… Continue reading

ზარხუფი

ეს არის წიგნი, რომელიც ერთდროულად შეგზარავთ, თან აღგაფრთოვანებთ. ავტობიოგრაფიული ნაწარმოები გულწრფელი და პირადია,თითოეული მკითხველი თავის თავს ან/და საკუთარი ფიქრების  უმცირეს ნაწილს აუცილებლად შეიცნობს. Continue reading

ნუ მოკლავ

ორი დღის წინ წავიკითხე და ეხლაც ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.სამწუხაროდ ჰარპერ ლის ამ მართლაც რომ მსოფლიო მნიშვნელობის რომანს ესოდენ გვიან გავეცანი, ალბათ ბავშვობაში რომ წამეკითხა დღესდღეობით ბევრად უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი. ამერიკის სკოლებში თურმე სავალდებულო საკითხავია ეს წიგნი (არც ჩვენს სკოლებს აწყენდა!)

ატიკუს ფინჩი – ადამიანი გმირი, კაცი რომელიც მეუღლის გარეშე აძლევს შვილებს სულიერ საზრდოს, ასწავლის როგორ უნდა იყვნენ კარგი და ღირსეული ადამიანები. წიგნის მთავარი ამბავი აფროამერიკელი უდანაშაულო “დამნაშავის”სასამართლო პროცესია, ატიკუს ფინჩი(ვექილი) იცავს ადამიანს, რომლის უდანაშაულობაშიც დარწმუნებულია, ამის გამო მთელი ქალაქი მას და მის შვილებს აუგად მოიხსენიებს.

wpid-img_20140618_132355.jpg

წიგნის თითოეული სტრიქონი განმსჭვალულია სიყვარულით და სითბოთი, ძალიან მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს წავიკითხე და ჩემს საყვარელ წიგნებს შორის უკვე ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

მე ვცდილობ ვიყო კარგი დედა, ვასწავლო ჩემს შვილებს ავის და კარგის, თეთრის და შავის გარჩევა. ეს არაა ადვილი საქმე ჩვენს დროებაში, იმედია ატიკუსივით გამომივა ავღზარდო ჩემი შვილები ღირსეულ ადამიანებად.

და მინდა მჯეროდეს:

“-ადამიანების უმრავლესობა ასეთივე კარგია, როცა ახლოს გაიცნობ ჭყიტა.”

მინდა მჯეროდეს და ჩემი შვილებიც ამ სულისკვეთებით აღვზარდო.
მინდა ატიკუსის მსგავსი პიროვნება ვიყო.

წიგნის პერსონაჟი შეგყვარებიათ? ატიკუს ფინჩი მიყვარს.

Aსინქრონი

რაოდენ რთულია, როდესაც ამ ქვეყნად არავის ჭირდები.
როდესაც არ გყავს მშობელი და გულშემატკივარი.
ხარ შენ და შენი მეორე ნახევარი.
ტყუპისცალი
ან
ორი სული ერთ სხეულში. Continue reading