Tag Archive | ბედნიერება

to do list – 2014

არა, თავის ქება სულაც არ მიყვარს, მაგრამ ჩემი ბლოგის კითხვა მართლა ძალიან. ხოდა შემთხვევით ამ პოსტსაც გადავაწყდი. არაა, ვიტყუები Continue reading

Advertisements

მარტო

რამდენიმე დღეა ზაფხული ერთი წლით დაგვემშვიდობა და ადგილი ჯერჯერობით უჟმურ შემოდგომას დაუთმო.
Continue reading

მზე ბედნიერებისა

ბოლო დროა (აი, ზუსტად მას შემდეგ რაც ხელი სერიოზულად დავიშავე) სულ სხვა ტალღაზე ვარ აწყობილი.
მიხარია ცხოვრება, გათენება, დილის ყავა, მზე, ბებე, ხეტიალი …
თუ სახლში ვარ მთელი დღე ეგეც მიხარია.

ამ დილით მზე რომ დავინახე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. დიახ, ბედნიერების ჟრუანტელმა, იცი რა კარგი გრძნობაა? თან დავრბოდი თბილისის ყველაზე ლამაზ სანაპიროზე და ბედნიერებით და მზით ვტკბებოდი. სულ ვიცინი და ცხოვრება მიხარია, რამდენი ხანია არავის უთქვამს ჩემთვის ბედნიერებას ასხივებო, ჰოდა მითხარით ახლა.

სამსახურს რომ ვერ ვპოულობ ეგეც მიხარია. რა ჯობია მთელი დღე სახლში ყოფნას შენთვის, ან სეირნობას, ვარჯიშს და უსაქმურობას?
უსაქმურობას მაინც ვერ დავარქმევ, ერთ-ერთ ონლაინ ჟურნალთან განვაახლე თანამშრომლობა და ვთარგმნი ან ვწერ სხვადასხვა სტატიებს, ერთი დიდი პლიუსი ანაზღაურების გარდა ისაა, რომ ჩემს მწირ ინგლისურს ვიუმჯობესებ. ასე, რომ სასიამოვნო შევუთავსე სასარგებლოს. კვირა დღეს ფოტოგადაღებაც გვქონდა სტუდიაში, ძალიან მაინტერესებს როგორ გამოვალ ფოტოებზე, ფოტოგრაფი დამპირდა იმაზე ლამაზი ვიდრე სინამდვილეში ხარო.

და კიდევ ვინ მოსთვლის რა მავსებს სიხარულით. ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი (შეიძლება სულ უბრალო და უმნიშვნელოც კი) თუ კარგად დავფიქრდებით და მოვინდომებთ და მოვძებნით, რაც სიხარულს მოგვანიჭებს უამრავი პრობლემის მიუხედავად (რომლებიც ისევე უხვად მაქვს როგორც ადრე).

Photo0222

Photo0255

Photo0250

Photo0247

Photo0245

Photo0238

ბედნიერების ჰორმონები

ბედნიერება ზოგადი მცნებაა: ზოგიერთი ჩვენგანი, საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული, უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას განიცდის დადებით ემოციებს. ზოგიერთს ერთი გაღიმება, ერთი კოცნა ან მეზობლის ხალისიანი მისალმება აყენებს კარგ განწყობაზე. დანარჩენს კი ბედნიერების შეგრძნების მისაღწევად გარემოს იდეალურამდე სრულყოფა და პრობლემების 100% გადაწყვეტა ესაჭიროება.

ეს ყველაფერი ადამიანის ტიპაჟსა და მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ზემოთ დასახელებულ ადამიანთა მეორე, საკმაოდ პრაგმატული ნაწილი უფრო იშვიათადაა ბედნიერი და გამუდმებით პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის ხერხებზე ფიქრობს, რაც, თავისთავად, ცუდი არაა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ხანდახან პრობლემების დავიწყება და უბრალოდ ცხოვრებისგან ტკბობა უფრო ჭკვიანურია, ვიდრე გამუდმებული ფიქრი და მსჯელობა ზოგადსაკაცობრიო, გლობალურ ანდა პირად პრობლემებზე.

დადებითი ემოციების: სიცილის, სიხარულის, სიყვარულის, მადლიერების გრძნობის შედეგად წარმოიქმნება ენდორფინები-ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და იწვევს ადამიანში კარგ გუნება-განწყობილებას, ბედნიერების შეგრძნებას.
ოპტიმისტური განწყობილების შედეგად უფრო მარტივია კონფლიქტების დარეგულირება, წყენისა და სიძულვილის მოცილება, სიკეთის, მადლიერების და მიტევების გრძნობის აღზრდა.

თუ ცხოვრების მიმართ ოპტიმისტურად ხარ განწყობილი
თუ მზის ყოველი ამოსვლით ტკბები
თუ იმის რწმენით და იმედით იძინებ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება
თუ გჯერა საკუთარი თავის, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ

ესე იგი შენ ოპტიმისტი ხარ.

გილოცავ შენ უკვე ბედნიერი ხარ!!! ბედნიერების შეგრძნება ხომ უბრალოდ ოპტიმისტური განწყობის შედეგია 🙂

posted by tami for pink

როგორ უკუვაგდოთ მწუხარება?!

 

დღესდღეობით საქართველოში (და მის ფარგლებს გარეთაც) დამღუპველი სენი იკრებს ძალებს და მისი მოსახლეობის 20% წალეკვით ემუქრება.

დაინტერესდი? ეს არ არის ჩვეულებრივი დაავადება, ეს არ ემუქრება შენს სხეულს, უბრალოდ შენს სულს დაეპატრონება მუდმივი მოწყენილობა, აპათია.

სადღაც გაქრება ბედნიერების შეგრძნება.
აღარაფერი აღარ გაგახარებს, მეტადრე ის რითიც სულდგმულობდი მანამდე.
როდესაც ყველაფერი სულ ერთია.
მოვლენებს აღიქვამ არაადეკვატურად. ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები, უფრო მუქ ფერებში გეხატება.
მიხვდით ალბათ- ეს,  დეპრესიაა… 

თუ გრძნობთ , რომ დახმარება გჭირდებათ აუცილებლად ითხოვეთ იგი...

როგორ შეიძლება დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ადამიანს? Continue reading

ოცდახუთი

დიახ ზუსტად 25 გრძელი, ლამაზი, ბობოქარი და მდორე, ფერადი და სევდიანი, მხიარული და გიჟური ჩემი ოცდახუთი წელიწადი. (არც ისე ბევრია, არც ძალიან ცოტა).

მადლობთ ღმერთო ყველა სიკეთისთვის რაც ჩემთვის გამოიმეტე: ლამაზი ოჯახისთვის, საყვარელი მეუღლისა და პატარა ცელქი ბიჭუნებისთვის ჩემს ცხოვრებას ნათელი ფერებით, რომ ქარგავენ. სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი დღეები თვალის დახამხამებაში, რომ ქრებიან.

ბევრი მზე და ცისფერი ცა...

25 გაზაფხულია ჩემს ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ აყვავილდნენ და ულამაზესად გაიფურჩქნენ ხეები, ბუნებამ გაიღვიძა და მზეც მხიარულად მიღიმის. როგორ მიყვარს აპრილი… დრო კი რა ულმობელია. თითქოს გუშინ ვიყავ პაწია, დედის მკერდს ჩახუტებული ბავშვი, დღეს ახალგაზრდა ქალი ვარ. წლების შემდეგ (ალბათ) ხანშიშესული გადავხედავ ამ ჩანაწერს და გული სევდით ამევსება. მომენატრება მხიარული და ახალგაზრდა ჩემი თავი… Continue reading

ქართული კინოს დედოფალი


როდესაც ქართული კინოს ლეგენდებზე ვიწყებ საუბარს, ცხადია ერთ-ერთი პირველი თვალწინ ნატო ვაჩნაძეს სახება მიდგას. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი, ნატო ვაჩნაძის განსახიერებულ როლებს, (მის ფილმებს) მოჯადოებული შევცქეროდი ეკრანზე. მე მხიბლავდა მისი უშუალობა, საოცარი ღიმილი, თვალები, რომლიდანაც ქართველი ქალის მთელს მომხიბვლელობას ასხივებდა.

მისი ცხოვრება ნაზავია უიღბლობისა და ბედნიერების, დიდი ტკივილისა და წარმატების, ტრაგედიებისა და წარუმატებლობის.
ნატოს კარიერა დაიწყო ფილმით “მამის მკვლელი” (რეჟ.ამო ბეკ-ნაზაროვი) და მაშინვე მთლიანად საბჭოეთი ალაპარაკდა მის სილამაზესა და ნიჭიერებაზე. შემდეგ იყო ფილმები “არსენა ყაჩაღი” და “სამი სიცოცხლე”. ნატოს ფილმოგრაფიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან 20-ზე მეტ ფილმში აქვს არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი სახე შექმნილი. ალექსანდრე წუწუნავას ფილმ “ვინ არის დამნაშავე?” -ში (1925წ.) კი მისი შესრულებული ფატის სახე საუკეთესო მსახიობურ მიღწევად ითვლება ქართული კინოს ისტორიაში.

კარიერაში წინსვლის, უდიდესი პოპულარულობის და თავბრუდამხვევი წარმატების პარალელურად მისი პირადი ცხოვრებაც იცვლებოდა. იგი შეხვდა თავის პირველ მეუღლეს მერაბ ვაჩნაძეს, რომელმაც შვიდი კლასის დამთავრებისთანავე ცოლად მოიყვანა მშვენიერი ნატო და შეეძინათ პირველი შვილი თენგიზ ვაჩნაძე. ოჯახი მალევე დაინგრა და ნატოს კარიერის წინსვლასთან ერთად ცხოვრებამ, ახალი განუმეორებელი, ულამაზესი და ბობოქარი (თუმც, სამწუხაროდ ტრაგიკული) სიყვარული აჩუქა. ნიკოლოზ შენგელია და ნატო ვაჩნაძე ერთმანეთს 1927 წელს “გიულის” გადაღებებზე დაუახლოვდნენ. თანამშრომლობა სიყვარულში, სიყვარული კი ლამაზ ოჯახში გადაიზარდა. Continue reading