Archive | May 2016

ბიჭი ზოლიან პიჟამაში

ორიოდე დღის წინ ებრაელმა ხალხმა ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე აღნიშნა, ამ დღეს წუთიერი დუმილით და სირენის ხმებით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.საოცარი სანახაობაა, ყველა როგორც ერთი ირინდება, სამყარო მოძრაობას წყვეტს  და სირენების ხმა ფარავს ისრაელის მიწას.

.როგორც ებრაელი ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა იქნებოდა იმ დროში რომ მეცხოვრა?

ნეტავ, მაშინაც  ვიამაყებდი ჩემი რელიგიით?

მაშინ, როდესაც  ხოცავდნენ , აწამებდნენ და აშიმშილებდნენ, გაზის კამერებში ხუთავდნენ, და უბრალოდ სძულდათ მხოლოდ იმიტომ რომ ებრაელები იყვნენ.

შეიძლება სისულელეა, მაგრამ ნამდვილად ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ვიამაყებდი მაშინაც?  მსგავსი ფიქრები კი ძირითადად მაშინ ემომეჯარება როდესაც საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდს და ჰოლოკოსტის შავ-ბნელ დღეებს შეეხება.

ვინაიდან ჩემი ემოციურობა, ჩემივე თავს საშინლად ვნებს, ვერიდები ხოლმე მძაფრ ემოციებს, უარს ვამბობ კარგი ფილმების ნახვაზე , მაგრამ კარგ

წიგნებზე უარის თქმა არაფრით არ შემიძლია.სწორედ ამიტომ წავიკითხე “ბიჭი ზოლიან პიჟამაში” . საოცრად შემძრა ამ წიგნმა,სრულიად ახლებურად დამანახა ჰოლოკოსტის პერიოდი. გერმანელი ბიჭუნას თვალით დანახული აუშვიცი და მეგობრობა რომელსაც მსხვერპლად შეეწირა.  მინდა ძალიან ბევრი დავწერო ამ წიგნზე, მინდა მთელი ჩემი ფიქრები და აზრები საჯაროდ გამოვამზეურო მაგრამ ეს იმ იშვიათ მომენტთაგანია, როდესაც მე სიტყვებს თავს ვერ ვუყრი და არ ვიცი, როგორ დავწერო ის, რასაც ვფიქრობ.