მოგზაურის დღიურები

დღეს 11 თებერვალია, 2018 წლის და დიახ, ჩემთვის ისტორიული დღეა. მე და ჩემი ქმარუკა 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველად მივდივართ საზღვარგარეთ ერთად. ნუ, მართალია სამი დღით მაგრამ მე ისე მიხარია, ისე მიხარია რომ კუნტრუშს ძლივს ვიკავებ. მართლა^__^

დილიდან წინ და უკან ვაწყდები. ვალაგებ ჩემი და ბავშვების ტანსაცმელს. ბავშვები დედამთილთან რჩებიან, ეს ამბავიც არანაკლებ მიხარია. არავინ მეყოლება მისახედი, არაფერი გასაკეთებელი, პლაჟზე გდების ( ნუ, მზე არ შეიძლება ჩემთვის და გარუჯვას ვერ შევძლებ ), ცურვის და კითხვის გარდა.

ჩუმად რომ ვიყიდე ბილეთები და სასტუმრო არ მითქვამს ხომ ჯერ ? მოკლედ სიურპრიზი გავუკეთე მეუღლეს, დიდად მადლიერი არ დამრჩა მაგრამ იმედია რომ ჩამოვალთ მიხვდება რამხელა ბედნიერება ვაჩუქე, ამ 12 წლის მანძილზე გადაბმულად 12 დღე არ დაუსვენია. კი, მე დავლაშქრავ ხოლმე ყოველ ზაფხულს მთის და ზღვის კურორტებს, ისრაელშიც მივდივარ მშობლების და დების მოსასიყვარულებლად, მაგრამ ხან მარტო, ხან ბავშვებთან ერთად და შურიან მზერას ვაყოლებ ოჯახებს , ან წყვილებს ჩემი გულის გასახეთქად რეკლამაში გადასაღებ დეკორაციებს რომ ჰგავნან( ბოღმა მახრჩობს, დიახ ). ხოდა ვინაიდან 31 წლის გავხდი გადავწყვიტე რომ ცხოვრება ხანმოკლეა და არ ღირს მხოლოდ მუშაობაში და ჩხუბში მისი დახარჯვა. მოკლედ ჩამოვწერე გეგმა ( ხო , სადღაც მივექანები უფსკრულისკენ თუ სიბერისკენ ) რითი მივანიჭო საკუთარ თავს ცოტაოდენი ბედნიერება და ბავშვობის ოცნებების ახდენას შევუდექი. ესეც ასე… მე თუ რამე მოვიწადინე წინ მორიელი ქმარიც ვერ აღმისდგება. ღმერთს ვთხოვ წონაში დაკლებაც ასე ძლიერ მომინდეს.

P.s შემთხვევით ვიპოვე დრაფტებში❤

Leave a comment