Archive | February 2020

სევდა

უბრალოდ სადღაც უნდა დავწერო და რაღაც უნდა ვთქვა. უნდა გავნთავისუფლდე და გულზე მომეშვას. სამწუხაროდ ადამიანებისგან ვერასოდეს ვერ ვიღებ თანადგომას, უბრალოდ გვერდში არავინ მყავს, ოთხი დის, 2 შვილის, მეუღლის და ბავშვობის დაქალის მიუხედავად მარტო ვარ. მარტოსული. არავინ მკითხავს აბა, როგორ ხარ? ისე რომ გულწრფელი პასუხის მოსმენა სურდეს. ეხლა ვიცი რომ რთული პერიოდი მაქვს, ან საერთოდ რატომ მიდგება რთული პერიოდი ცხოვრებაში ?

მაქვს სამსახური, ფინანსურად უზრუნველყოფილი ვარ, არ მაკლია არაფერი, შემიძლია მქონდეს ყველაფერი რაც კი მომინდება. მაშ სად არის პრობლემა ? რატომ მღრღნის შიგნიდან ეს ცხოვრების ამაოება

გავჭაღარავდი და მაგას ვდარდობ ? დრო უაზროდ მიფრინავს?

საერთოდ ხშირად ვფიქრობ რა არის ჩემი პრობლემა და პასუხი ვერ მიპოვია. დარწმუნებული ვარ ბევრი ოცნებობს ყველაფერ იმაზე რაც მე მაქვს. ახალგაზრდა ვარ, ლამაზი, სულ მუდამ მხიარული, ღიმილს და სალამს ვერავინ დამასწრებს.

თუმცა ვკითხულობ შაფაქის ” ევას სამი ქალიშვილი ” სადაც პირველივე სტრიქონებში საუბარია იმაზე, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე და როგორები ვართ ჩვენ სინამდვილეში. ეს ჩემი სანიმუშო გოგოს ნიღაბი ხანდახან რომ ჩამოვიხსნა და ვიყო ანჩხლი, გაზულუქებული, უსაქმური პრინცესა იქნებ ოდნავ უკეთ ვიგრძნო თავი? მგონი დამღალა ამ ყოველდღიური ერთფეროვნების გაძლება აღარ შემიძლია.

ვიგონებ ახალ – ახალ გასართობებს ამ ერთფეროვნების დასარღვევად. სულ ცინცხალი კი ინსტაგრამის ახალი გვერდია, სადაც ინსტა ბლოგერობას და ინფლუენსერობას ვეცდები. ამედევნეთ tami_beauty_world, მხოლოდ გოგონები.

მადლობა ვინც წაიკითხეთ და მომისმინეთ, ცრემლები შემაშრა, ორთქლი გამოშვებულია. უკეთ ვარ. რაც დრო პმს სინდრომი უბრალოდ მკლავს.