გოგონა, რომელმაც მომხიბლა

ამ სიტყვის უკან ხშირად უმწეო და პატარა

ბავში დგას. თუმცა გამონაკლისებიც

არსებობენ.

ესეც ასე. დამთავრდა გოგონას ისტორია. გოგონასი, რომელსაც დრაკონის ტატუ აქვს, რომელიც ცეცხლს ეთამაშება და რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია.

დიახ, ეს ლიზბეთ სალანდერია, რომელიც ცეცხლის არ იყოს სიკვდილსაც განუწყვეტლივ ეთამაშებოდა. ეთამაშებოდა თუ ებრძოდა?

მილენიუმის ბოლო ნაწილი სულმოუთქმელად წავიკითხე.

ძალიან მაინტრესებდა როგორ დამთავრდებოდა საგა, სადაც გოგონა უსამართლობის, უკანონობის, შეთქმულებების და ვინ იცის კიდევ, რამდენი “რამის” თუ “ვინმეს” მსხვერპლი იყო.

მას შემდეგ რაც ლიზბეთს პირველად შევხვდი მუდამ მაინტერესებდა მისი პიროვნება, მისი აზრები და ქმედებები. თუმცა ისტორიის დასასრულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ბოლო წიგნშიც უხვადაა მძაფრსიუჟეტიანი სცენები, სექსი და ძალადობა, იარაღი და გვამები. უსამართლობას კი საავადმყოფოში გამოკტილი, სამყაროს და ინტერნეტს დროებით მოწყვეტილი, თუმცა საიმედო მეგობრებით გარემოცული ლიზბეთ სალანდერი ებრძვის.


მაინტერესებდა

  • გადარჩება,  პატარა ჰაკერი გოგო, რომელიც ნახევრად მკვდარი დავტოვე  წიგნის მეორე ნაწილის დასასრულს?
  • დაამარცხებს ადამიანებს, რომლებმაც ბავშობიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება დაუმახინჯეს?
  • შესძლებს გააქარწყლოს მისდამი წაყენებული, ზოგჯერ არცთუ უსაფუძვლო ბრალდებები?
  • დარჩება ფსიქოპათ, შეშლილ და ავადმყოფ გოგონად თუ ნორმალურ და ქმედუნარიან ადამიანად აღიარებენ?

და მისი პირადი ცხოვრება?
მილიონები, რომელსაც საყვარელი ადამიანის გარეშე ბედნიერება არ მოაქვს…
სექსი?
გასწორებული ანგარიშები?
დამარცხებული მტრები?

წიგნის კითხვისას თავში უამრავი კითხვის ნიშანი მიტრიალებდა , თუმცა ყველაფერი ნელ->ნელა თავის ადგილზე დადგა, ყველა კითხვის ნიშანი გაქრა. ერთის გარდა.

ეს არ არის ჩვეულებრივი “ჰეფი ენდი”.
თუ ვივარაუდებთ ავტორის მიერ წიგნში მოყვანილი ფრაზით:
“მეგობრობა სიყვარულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა”-ო, იქნებ დავასკვნა რომ ბევრი იმედგაცრუების და ტკივილის შემდეგ კალე და ლიზი, მეგობრული სექსით ხშირად დაკავდებიან.
ან არც კი…
მოკლედ ვარაუდებია.

Photo0179H</a543788_452467328152474_1896388882_n

Photo0171C

26 thoughts on “გოგონა, რომელმაც მომხიბლა

  1. მხოლოდ პირველი ნაწილი მაქვს წაკითხული. მეორე წასაკითხადაა გამზადებული, თუმცა ფილმი მაქვს ნანახი და ასე თუ ისე მახსოვს რაც ხდება. მესამე კი ჯერ გეგმაში არ არის, სამწუხაროდ : )
    რაც შეეხება ჩემს შეფასებას, ვიტყვი, რომ უძალიანმაგრესი წიგნია. მთელი იმ ღირსებებით რაც მსუბუქ, თანამედროვე ბესტსელერ წიგნს უნდა გააჩნდეს. ალბათ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს წაკითხულ წიგნებს შორის. 🙂

    • კი მომდევნო ნაწილებიც არანაკლებია.

      გამორჩეული ნამდვილად არის ჩემთვისაც იმიტომ რომ ძალიან შემიყვარდა ლიზბეთი როგორც პერსონაჟი.

      • მე მაქვს წაკითხული გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა, თანმიმდევრობა როგორაა?

      • გოგონა დრაკონის ტატუთი
        გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა
        გოგონა,რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია.

        ჩემი საყვარეელი გოგონაა-ძალიან შემიყვარდა პერსონაჟი.

  2. ორმა ტომმა მომხიბლა …. მესამეც აუცილებლად უნდა ვიყიდო.
    ერთადერთი რაც ამ წიგნში არ მომწონს არის ის რომ ავტორს ხშირად ავიწყდება ზომიერება და ხშირად იჭრება ბრაზილიურ სერიალებში )

    • მე ვიტყოდი ამერიკულ თრილერ დეტექტიურ სერიალებში-სხვაგვარად ბესტსელერი ალბათ არ გახდებოდა.

  3. ლარსონი ასე უდროოდ რომ არ მომკვდარიყო, მოგვიყვებოდა მიქაელის და ლიზბეთის “მეგობრული სექსის” შესახებ 🙂

    • დარწმუნებული ვარ მეგობრულ სექსზე უფრო შორსაც წავიდოდნენ-უხილავი ძაფები იგრძნობოდა წიგნებში.

    • არაფერია ისეთი რაც თოთხმეტი წლის ბავშმა არ უნდა წაიკითხოს, ნამდვილად ღირს, საინტერესოა.

  4. მესამეღა დამრჩა წასაკითხი. მართლაც საინტერესოა! 😉

    • თავიდან ცოტა გაწელილი შეიძლება მოგეჩვენოს თხრობა თუმც შემდეგ სულმოუთქმელად ჩაიკითხავ

      • ჰო, არ გამიკვირდება თუ ეგრეც იქნება, არც წინა ორს აკლია ეგ რაღაც მომენტში. 🙂

      • ხო სტარტს დიდხანს იღებს ხოლმე ლარსონი მაგრამ რომ აიღებს დაწევა შეუძლებელია:)

  5. რა კარგად წერთ,ყოველ დღე აქ შემოვარდნის სურვილი მიჩნდება და ახალ ჩანაწერს ვეძებ,თავიდან ბოლომდე გადავიკითხე აქაურობა :)..მონათესავე სული ვიპოვე,:)წარმატებებს გისურვებ და ბევრ-ბევრ საინტერესო ნოუთებს..:)

    • ნატალი შენმა კომენტარმა ბედნიერება მომანიჭა. დიდი მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს.
      მე კი ვეცდები უფრო ხშირად ვწერო<3

  6. დღეს დავამთავრე მეორე ნაწილი და უგოგნოდ მომეწონა. პირველიც მაგარია. კარგა ხანია ასე ძალიან წიგნი არ მომწონებია. მართალია დიდი მოცულობისაა მაგრამ ძალიან მალე წავიკითხე. ლიზბეთი მაგარი ვინმეა :DD მოკლედ ძალიან ძალიან მაგარი წიგნებია აუცილებლად წაიკითხეთ ❤

    • კი ნამდვილად გეთანხმები და ფინალი მთლად საუკეთესოა. ლიზბეთზე შეყვარებული ვარ დღემდე წელიწადი მოტრიალდა რაც გავიცაი:)

  7. ცალკე, მარტო კრაზანების ბუდეს ვერ წავიკითხავ როგორც დამოუკიდებელს?
    თუ აუცილებლად თავიდან უნდა დავიწყო და გამოვყვე?

    • კი რატომაც არა- საკმაოდ დამოუკიდებელი ტრილოგიის ნაწილებია. თითოეული შეგიძლია წაიკითხო და არ გქონდეს დაუკმაყოფილებლობის ან ინფორმაციის ნაკლებობის შეგრძნება.

    • წაიკითხავ და აზრსაც გამოიტან . ეს წიგნები სერიებია და კავშირშია ერთმანეთთან ; თუმცა დამოუკიდებლადაც დიდებულად იკითხება თითოეული

Leave a comment