დათუნია ტედი

ვინაიდან ძალიან მიყვარს ფასდაკლებები, აქციები და ამდაგვარი რამე-რუმეები, კინოში წასვლას კი რამდენიმე დღით ადრე ვგეგმავ, ავიღე ეკონომ ბილეთები (სხვათაშორის 8.50 ბილეთს 3 ლარად რომ შეიძენ ნამდვილად კარგი შეთავაზებაა დამეთანხმებით) და კინოთეატრში ჩემს პატარა შვილებთან ერთად გავემართე დათუნია ტედის თავგადასავლების სანახავად. პესონაჟიდან გამომდინარე დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა ფილმის სიუჟეტი და ამჯერად ალღომ ნამდვილად მიმტყუნა. ზღაპრის გმირის და ფუმფულა, საყვარელი სათამაშოს ნაცვლად სექსის და ალკოჰოლის მოყვარული, ნიკოტინით თუ მარიხუანათი გაჟღენთილი , ყოველგვარ კლიშე დამსხვრეული დათუნია ტედი დაგვხვდა.

პატარა საყვარელი სათამაშო და მისი ბავშვობაში ჩარჩენილი მეგობარი



ფილმის სიუჟეტი სკმაოდ ბანალურია თუმცა, სასაცილო და სახალისო კადრები უხვადაა გამოყენებული და მეც ძალიან კრიტიკულად არ მივუდგები საქმეს. მოკლედ თუ გართობა გინდა ამ ფილმით ნამდვილად იხალისებ. რაც მთავარია ჩემი ბიჭუნაც კმაყოფილი დარჩა და არც მე გამოვედი კინოთეატრიდან გულდაწყვეტილი.

ცეცხლოვანი ღამის მოლოდინი და სანაცვლოდ მიღებული იმედგაცრუება

თუ ფილმი ჯერ არ გინახავთ გადაავლეთ თვალი ჩემს მიერ შედგენილ საუკეთესო კადრების ხუთეულს.

1. ორი ყველაზე საუკეთესო ნაწყვეტი ფილმში, რომელზეც გულიანად ვიხალისე. როგორ ჩავაშხამოთ მეგობარს ღამე და შევაბათ ქერათმიანი, გრძელფეხება გოგო.


2. დიდი სიურპრიზი სახლში დაბრუნებულ პოტენციურ სარძლოს, დათუნია ტედი ქალებში

ერთობა…


3. დათუნია ტედი ეწევა, ოღონდ “პაპიროსს” არა .

4. გულმავიწყობას არ უჩივის ყმაწვილი
Brandi, Heather, Channing, Briana, Amber, Sabrina, Melody, Dakota, Sierra, Vandi, Crystal, Samantha, Autumn, Ruby, Taylor, Tara, Tammy, Laura, Shelly and Shantelle? Courtney, Misty, Jenny, Christa, Mindy, Noel, Shelby, Trina, Reba, Cassandra, Nicki, Kelsy, Shaunna, Jolene, Earlie, Claudia, Savannah, Cassie, Dolly, Kendra, Callie, Khloe, Devon, Emmylou, Becky. That is all the ones John listed really quick!

5. ჯობია ფუმფულა მეგობარი არ გააბრაზო.

ესეც ოფიციალური ტრილერი

“საყვარელი სათამაშო”

4 thoughts on “დათუნია ტედი

  1. ნუ თავიდანვე იძახდნენ , რომ არასაბავშვო ფილმია, ტედი ლოთი და ბაბნიკია. მარა საღადაოდ კარგი ფილმი ჩანს 🙂

    • მე საბავშვო მეგონა და წავლალე, ჩემი შვილები-მაგრამ მაინც ვიხალისეთ.

Leave a reply to Jessie Cancel reply