Tag Archive | გომორი

მკვდარი სილამაზე

რომელიმე თქვენგანი ყოფილა დედამიწის ფსკერზე?

მსოფლიოში ყველაზე დაბალი წერტილი, ზღვის დონიდან 423 მეტრზე, ისრაელისა და იორდანეს საზღვარზე მდებარეობს. ჰაერი არის ცხელი და მშრალი, როგორც უდაბნოში.

ეინ გედი-ნაკრძალი და ოაზისი მკვდარი ზღვის სანაპიროსთან

მკვდარი ზღვის ის სანაპირო რომელსაც მე ვსტუმრობდი ოაზის ეინ-გედის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ოაზისში განთავსებულია საცურაო და გამაჯანსაღებელი აუზები, სპა სალონი მასაჟის კაბინეტით. გამაჯანსაღებელი აუზის წყალი შეიცავს უამრავ მინერალს, არის ბუნებრივი და მის სასარგებლო თვისებებს უამრავი ადამიანი ეტანება. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩამოდიან ტურისტები, რათა საკუთარ სხეულზე გამოსცადონ, კლეოპატრას, ჰეროდოტეს, ვესპასიანესა და სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად მკვდარი ზღვის მინერალური მარილების, სამკურნალო ტალახის და მარილიანი წყლის დადებითი თვისებები. რა თქმა უნდა შეგრძნებები არც თუ ისე სასიამოვნოა, საშინელი სიცხეში გიწევს ცხელ და მარილიან წყალში (მარილის შემცველობა-33.7%) ჩასვლა, თავისთავად მარილის მაღალი კონცენტრაცია უზრუნველყოფს გაღიზიანებული-გაკაწრული ანდაც ნაჭრილობევი კანის ხელახლა გაღიზიანებას. მკვდარი ზღვის წყლის თვალში მოხვედრა სახიფათოა, ასევე მისი დალევა თუნდაც ნახევარი ჭიქის ოდენობით ნებისმიერი ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. Continue reading