გამყიდველებს, რომ არ ვეზიზღებოდეთ…

კარგი იქნება არა?

რამდენიმე დღის წინ ფბ-ზე ყველა ადამიანის ოცნებას წავაწყდი ლექსად ქცეულს.

მაინც რანი ვართ ადამიანები. ცხადია რთულია, დღეში ასზე მეტ მყიდველს გაუღიმო როდესაც მილიონი პრობლემა გაქვს,მაგრამ თავად ისე მიხალისებს ცხოვრებას, თუნდაც მაღაზიაში პურის საყიდლად შესულს, გამყიდველის ღიმილიანი დილამშვიდობისა, რომ მეც ანალოგიურად ვექცევი სტუმრებს. ღიმილი ხომ ყველაზე მშვენიერი რამაა ქვეყნად.

მეორე თვე მიიწურა ჩემი გამყიდველად მუშაობისა და თამამად შემიძლია ვთქვა,ჯერ არცერთ ჩემთან მოსულ ადამიანს არ უგრძვნია დისკომფორტი იმის გამო,რომ უკვე მეასე წიგნი ჩამოვუღე ყველაზე მიუწვდომელი თაროდან. თვით ყველაზე აბეზარ მყიდველსაც ღიმილით ვისტუმრებ და ვთხოვ შემდეგშიც მესტუმროს.

განსაკუთრებით პატარა მყიდველები მიხარია – ერთმა გოგონამ 20 და 50 თეთრობით, საკუთარი დანაზოგი ჩამითვალა რათა ნაოცნებარი წიგნი ეყიდა.

ერთმა ბიჭმა კი დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფული მთლიანად მე ჩამაბარა,შინ კი ჰარი პოტერის სრული კრებულით დაბრუნდა.

რომელი ერთი გავიხსენო, ახლო-მახლო მცხოვრები ყველა წიგნისმოყვარე ადამიანი უკვე მეგობრად მეგულება, ხან უბრალოდ მესტუმრებიან წიგნის თაროებს შორის ბოდიალი ან წიგნებზე საუბარი თუ მოენატრებათ. ყველაზე მეტად მიხარია, რომ მაღაზიის სტუმართა უმეტესობა კომპლიმენტებით გვავსებს და კვლავ და ხშირად სტუმრობას გვპირდება.

მეც ვიღიმები…
ეს,არაა ყალბი ღიმილი
მე მიყვარს წიგნები
და ადამიანები, რომლებსაც წიგნები უყვართ.
ამიტომაც ჩემი ღიმილი გულიდან მოდის და ყველაზე გულწრფელი და ლამაზია.

ხოდა ჩვენს მაღაზიაში, რომელიც ვეებერთელაა, რამდენიმე განყოფილებით, “სამი ჩითის კაბა და ერთი ჯინსის შარვალი” -ია დასაქმებული. არცერთ ჩვენგანს არ ეზიზღება სტუმარი. არ ვიცი საიდან შევიკრიბეთ ასეთი ჭკუამხიარულები, მაგრამ სულ სიცილ – ხარხარი გაგვიდის, რაც არ უნდა დავიღალოთ მაინც ვიღიმით და უბრალოდ ბედნიერები ვართ ჩვენი სამსახურით. ამიტომაც ერთხელ ვინც გვესტუმრება, მეორედაც მოდის,მესამედაც და ჩვენი მუდმივი სტუმარი ხდება.

სტუმარი ყველას უყვარს არა?
და აუცილებლად ღიმილით ხვდებიან.

♥ასე რომ ჩვენს მაღაზიაში გამყიდველებს არ ეზიზღებით♥

პ.ს. ვისურვებდი რომ მაღაზიებში მომსახურება ისეთი იყოს, როგორიც ჩვენ გვაქვს და როგორიც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია. მინდა რომ მაღაზიაში, შესულს არ დამხვდეს დაღვრემილ-დაბღვერილი სახეები: პრობლემები სახლში დავტოვოთ კოლეგებო და ცხოვრებაც ოდნავ უკეთესი გახდება.

image

თავისუფალ წუთებს თავს ვინებივრებ

image

შურიანი მზერა სტყორცნეთ ჩემს სამფლობელოს

image

შაბათ-კვირას ჩამოვყალიბდები და გეტყვით მერე

image

კაჭკაჭჯაფარამ გამაბრაზა, იმდენად მდორე სიუჟეტია ჯერაც ვერ გავედი ბოლოში

31 thoughts on “გამყიდველებს, რომ არ ვეზიზღებოდეთ…

  1. გამყიდველი ისეთი მნიშვნელოვანი ვინმეა, განსაკუთრებით წიგნის მაღაზიაში, მისი გულისთვის ქალაქის კი არა ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეშიც გახვალ, მაშინ როცა შეიძლება სახლის გვერდით მაღაზიაში არ შეხვიდე ამის გამო.
    პ.ს. თქვენთან შემოვივლი აუცილებლად უახლოეს დღეებში ❤

    • კი გეთანხმები. 100% მართალს ამბობ.

      მოდი მოდი მესტუმრე,ძალიან გამეხარდება შენი გაცნობა.

  2. მეც მინდა წიგნის მაღაზიაში მუშაობა 😦
    მაგრამ ჩემს წიგნის მაღაზიაში 😀

    • ♥♥♥♥♥♥♥მოლი შენი ნახვა ჩემთან ყველაზე მეტად გამახარებს, მაგრამ ალბათ საიდუმლო ვიზიტი იქნება♥♥♥♥♥♥♥♥

      • ხო შენთვისაც უნდა მომეწერა ოოთხამდე ვმუშაობ მე:-( ხოდა ვერ გცნობ სახეზე და გამომეცნაურე.თამუნას თუ იკითხავ სამი გოგო ვართ იქ და სამივე თამუნა:-) 🙂 🙂 შეიქმნება გაურკვევლობა.

      • მივხვდები რომელი ხარ. თან მგონი მე თვითონ გიცნობ გარეგნულად ^_^

      • ხოდა მშვენიერია,ძალიან გამეხარდება შენი გაცნობა.

    • 🙂 როგორ მიხარია მსგავსი სიტყვების კითხვა.ბოროტი და ბოღმა მე:-)

  3. ვსტყორცნე შურიანი მზერა 🙂 მეც უნდა შემოვიარო ერთხელ… აბა აღმაშენებლის ბიბლუსში იმდენი ხალხი და ისეთი სივიწროვეა, არც მიკვირს, გამყიდველი რომ არ იღიმება 🙂

    • მაგ მაღაზიას იშვიათად ვსტუმრობ სივიწროვის გამო, ჩვენთან კია სიხალვათე მაგრამ ხანდახან, დღეში ორჯერ მაინც გვაქვს ე.წ “შემოსევები” როცა კარებთან ჯაჭვით დაბმული სტუმრები აიწყვიტავენ და ყველა ერთად შემოგვესევა:-) 🙂 🙂 ძალიან ბევრს ვიცინით ხოლმე …

  4. gamyidveli rom gagimebuli dagvxvdeba martlac dzalian kargia,magram iqneb myidvelebmac ipiqron chvenze da cotati gagebit mogvekidon…ar iqneba cudi namdvilad..xandaxan isetebic shemodian gagimebis ki ara xmis amogebis xaliss dagikargaven…….

  5. “სამი ჩითის კაბა და ერთი ჯინსის შარვალი” -ია დასაქმებული ❤ აუცილებლად გეწვევით ^_^

    • ფინიკი მოდი,აუცილებლად გამომეცნაურე ♥ ძალიან გამეხარდება შენი გაცნობა♥

  6. ჩვენც, ვისაც სამსახურში ფბ დაბლოკილი გვაქვს, გვითხარი შენი მაღაზიის სახელი და მისამართი 🙂

    • მეტრო სამასი არაგველის მოპირდაპირე მხარეს, ქეთევან წამებულის ორმოცდაშვიდი ნომერი.

      • ჩემს სახლთან ახლოს ყოფილხარ. დავათვალიერებ აბა.
        ისე, ყოჩაღ შენს გამძლეობას. გამყიდველი არა, მაგრამ რამდენადაც ხალხთან მქონდა შეხება, ვიღრინე )

  7. მინდა თქვენთან მოსვლა, ერთ რამედ ღირს ამდენი ღიმილიანი სახის დანახვა ერთად ^_^

Leave a reply to thako Cancel reply